ლექსიკონი

საკრედიტო ისტორია

''კრედიტინფო საქართველოს'' ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაცია იმ პირის შესახებ, ვისაც რომელიმე ტიპის სესხით უსარგებლია. საკრედიტო ისტორია ასახავს, თუ როგორი გადამხდელია ესა თუ ის პირი. აღნიშნული მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია ყველა საფინანსო კომპანიისთვის.

სამომხმარებლო სესხი

კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის. სამომხმარებლო სესხით შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები და სხვა. სამოხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობასა და მომხმარებლის შემოსავალის ოდენობაზე.

საპროცენტო განაკვეთი

სადეპოზიტო ან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე

საფინანსო პროდუქტი

ფინანსური ორგანიზაციის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი