სმს სესხი – რა უპირატესობას გვთავაზობს მომსახურება
ავტორი / 6 წლის წინ / 24 კომენტარიტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. თუ ადრე საჭირო ნივთისა თუ ტექნიკის შესაძენად საჭირო იყო მაღაზიაში მისვლა, დღეს უკვე შენაძენის გაკეთება ინტერნეტით შეიძლება. საფინანსო კომპანიები გვთავაზობენ ისეთ სერვისებს, რომელიც არ მოითხოვს ფილიალში მისვლას. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ სესხი, ონლაინ განვადება. მომსახურება უმარტივებს კლიენტს საჭირო თანხის დროულად მიღებას და ეხმარება ფინანსური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტაში. თუ ადრე წარმოუდგენელი იყო საჭირო თანხის მობილურით მიღება, დღეს სრულიად რეალურია სესხის აღება ინტერნეტით. კომპანიები არა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გასცემენ სესხს, არამედ სმს შეტყობინებითაც გვიმტკიცებენ თანხას. რას ნიშნმავს სმს სესხი, რას გვთავაზობს მომსახურება და რა უპირატესობით გამოირჩევა?
ალბათ არა ერთხელ მიგიღიათ სმს შეტყობინება, რომელიც სესხის დამტკიცებას გამცნობთ. აღნიშნული შეტყობინება მხოლოდ შეთავაზებაა. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თანხა ან უარი თქვათ მასზე. სმს სესხის ასაღებად არ არის საჭირო პროცედურების გავლა. საკმარისია უახლოეს ბანკომატთან მიხვიდეთ და გამოგზავნილი კოდის საშუალებით თანხა აიღოთ. სმს სესხი როგორც წესი, დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებს უმტკიცდებათ.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სმს სესხი დაგიმტკიცდათ
სმს შეტყობინების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა აიღოთ თანხა.
- დაფიქრდით გჭირდებათ თუ არა თანხა;
- თუ სესხი ნამდვილად გჭირდებათ განსაზღვრეთ რისთვის გამოიყენებთ აღნიშნულ თანხას;
- გაეცანით პირობას – სანამ მომსახურებით სარგებლობას დაეთანხმებით გაარკვიეთ სესხის პირობა; რა საპროცენტო განაკვეთში იღებთ თანხას, რამდენის გადახდა მოგიწევთ, რა დამატებითი ხარჯი შეიძლება გქონდეთ.
SMS სესხის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ თანხის მიღება. თუ სწორად შეაფასებთ ასეთ შეთავაზებას, დააზუსტებთ კრედიტის პირობას და თანხას ამის შემდეგ ისესხებთ, შეძლებთ სწრაფი და კომფორტული სერვისით სარგებლობას.
სმს სესხი სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებშიც გაიცემა. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ არსებულ კლიენტებს შეუძლიათ. საჭირო თანხის მისაღებად აგზავნით შეტყობინებას, თანხას კი საბანკო ანგარიშზე იღებთ. კომპანია არ ითხოვს დოკუმენტებს, თავდებს ან გირავნობას. თანხის მისაღებად საკმარისია იყოთ 20-დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ მობილური ტელოფონის ნომერი და საბანკო ანგარიში.
სწრაფი სესხი ბევრ კომპანიაში გაიცემა. გონივრული არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა პირობების გარკვევა და ერთმანეთთან შედარება. ამასთან, ხელშეკრულების დეტალურად გაცნობა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება. Credy24-ზე ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიების სესხის პირობებს და მარტივად შეარჩიოთ საუკეთესო პირობა.
კომენტარი