სესხი თავდების გარეშე - სწორი არჩევანი თანხის მარტივად მისაღებად
ავტორი / 6 წლის წინ / 181 კომენტარისესხის აღება მარტივად, რიგი ცნობებისა და თავდების გარეშე - ვის არ უნდა საუკეთესო პირობის, მასზე მორგებული საკრედიტო პროდუქტით სარგებლობა. დღეს საფინანსო სექტორში უამრავი კომპანიაა წარმოდგენილი, რაც არჩევანის გაკეთებას საკმაოდ ართულებს. როგორ უნდა მიიღოთ საჭირო თანხა მარტივად, თავდებისა და დოკუმენტების გარეშე?
სწრაფი ონლაინ სესხები ინტერნეტით, დასაქმების ცნობისა და რიგი სხვა მოთხოვნების გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ. არ გჭირდებათ ახლობლისა და მეგობრის შეწუხება, უზრუნველყოფაში არ დებთ ქონებას და არ გემუქრებათ მისი დაკარგვის საფრთხე. განაცხადს ონლაინ რეჟიმში ავსებთ, უთითებთ სასურველი თანხის ოდენობასა და მისი დაფარვის პერიოდს, მოთხოვნილი თანხის მისაღებად საკმარისია 15 წუთი. სესხები თავდების გარეშე ხელსაყრელი სერვისია და გამოირჩევა რიგი უპირატესობებით. მათ შორის სისწრაფით, მოქნილობითა და სიმარტივით.
რატომ უნდა აიღოთ სესხი თავდების გარეშე
დღეისათვის, თავდებობა აქტუალური პრობლემაა. მომხმარებლები ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არც კი ეცნობიან ხელშეკრულებას და არ იციან რა ვალდებულებას იღებენ საკუთარ თავზე. თავდებობა ერთგვარი ვალდებულებაა საკრედიტო კომპანიის წინაშე - გადაიხადო მსესხებლის კრედიტის თანხა იმ შემთხვევაში თუკი ის ვერ შეძლებს ვალდებულების დაფარვას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კრედიტორები ძირითადად იმ შემთხვევაში ითხოვენ თავდებს, როდესაც არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ მსესხებელი ნამდვილად შეძლებს აღებული ვალდებულების გასტუმრებას.
თავდებ პირებს უფლება აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ვალდებულების შესრულების პროცესის შესახებ. ხოლო საფინანსო ორგანიზაციის მოვალეობაა აცნობოს მას ნებისმიერი ცვლილება, ვადაგადაცილება და სხვა.
რა უნდა იცოდეთ თავდებობის შესახებ
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რომ თავდებად დადგომა ნიშნავს საკუთარ თავზე ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას. დაფიქრდით რამდენად გიღირთ რისკების აღება. გაითვალისწინეთ:
- გაარკვიეთ სესხის პირობა - რა თანხას იღებს ახლობელი, რა ფინანსური ხარჯი ექნება, რა პერიოდულობით უნდა დაფაროს თანხა;
- გაანალიზეთ თქვენი შემოსავლები - განსაზღვრეთ რამდენად შეძლებთ გადაიხადოთ სესხის პროცენტი, იმ შემთხევაში თუ ახლობელი ამას ვერ შეძლებს;
- გაარკვიეთ მოსალოდნელი სანქციების შესახებ- გაიგეთ რა დამატებით ჯარიმას ითვალისწინებს კრედიტორი თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში.
- გააკონტროლეთ ფარავს თუ არა ახლობელი სესხის თანხას დროულად, სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაცია მსესხებლისგან. ამით თავიდან აირიდებთ მოულოდნელობებს.
დაფიქრდით, სანამ ვინმეს დაუდგებით თავდებად, გაითვალისწინეთ რომ ამით თქვენს ფინანსურ მდგომარეობას რისკის ქვეშ აყენებთ და თუკი მსესხებელი ვერ შეძლებთ კრედიტის დაფარვას, პასუხისმგებლობა სწორედ თქვენზე გადმოვა.
კომენტარი