შეარჩიე სასურველი ტიპის სესხი Credy24-ზე

ავტორი / 7 წლის წინ / 2 კომენტარი

საკრედიტო ბაზარზე კომპანიების ბუმია. თითქმის ყოველდღიურად გვესმის შეთავაზებები, რომლებიც მოქნილი და ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა. როგორ უნდა შევარჩიოთ სასურველი ტიპის სესხი, როცა ბაზარზე კომპანიების რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება? რა რესურსები შეგვიძლია გამოვიყენოთ საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად?

Credy24 ერთიანი სივრცეა, სადაც თავმოყრილია სანდო ინფორმაცია სესხების შესახებ 

წარმოდგენილია გრძელვადიანი, ავტო და ონლაინ სესხები. ინოვაციური პლატფორმის საშუალებით საკრედიტო ბაზარზე არსებული კომპანიების პირობების გაცნობა, შედარება და განაცხადის გაკეთება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ვებგვერდზე მოცემულია კრედიტების თანხის მოცულობა, ვადა, პროცენტი. მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა კრედიტორების საიტზე შესვლა, რითაც ზოგავს დროს, პირადაპირ Credy24-დან ეცნობა კომპანიის პირობას და ავსებს განაცხადს.

Credy24-ზე ინფორმაცია გასაგებად არის მოცემული. წარმოდგენილი ცხრილის საშუალებით სესხის პირობა მარტივად გასაგებია. შესაბამისად, სასურველი ტიპის სესხის შერჩევა უფრო ადვილია.

ონლაინ სესხები სწრაფი, მოქნილი სერვისია მათთვის, ვისაც თანხა მოკლე პერიოდით სჭირდება. კომპანიებში სესხის ოდენობა 50-დან 1500 ლარამდეა. ვადა კი 1 თვემდე. პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი ონლაინ რეჟიმში იღებს თანხას, ყოველგვარი დოკუმენტების შეგროვების გარეშე. ამ ტიპის სესხის ასაღებად არ მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა, თავდებობა, ამონაწერი, დასაქმების ცნობა. საკმარისია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობიდან აპლიკაციის შევსება და თანხა 15 წუთში ირიცხება ანგარიშზე. იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ სესხი მოკლევადიანი კრედიტია, თანხის მოცულობაც შედარებით მცირეა. თუმცა არსებობს ისეთი ტიპის სესხებიც, რომლებიც ხანგძლივი ვადით გაიცემა.

გრძელვადიანი სესხები მოცულობით 5000 ლარს აჭარბებს. გაცემისას ყურადღება ექცევა მომხმარებლის შემოსავლის ოდენობას და გაითვალისწინება საკრედიტო ისტორია. თუ ონლაინ სესხი მოკლევადიანი პერიოდით გაიცემა და თანხის ოდენობა არ აღემატება 1500 ლარს, გრძელვადიანი სესხი ხანგძლივი ვადით გაიცემა და სესხის დასამტკიცებლად ყურადღება ექცევა კლიენტის გადახდისუნარიანობას.

ავტო სესხი დაფინანსების მიღების საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც ავტომობილი ყავს და თანხა სჭირდება. სესხის დასამტკიცებლად კომპანია აკეთებს მანქანის შეფასებას და თანხის ოდენობას სწორედ ღირებულებიდან გამომდინარე ადგენს. ავტო სესხის აღებისას მასზე გირავნობა ვრცელდება, მაგრამ პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს საშუალება აქვს გააგრძელოს ავტომობილის მართვა.

კრედი24-ის დახმარებით სწორი არჩევანის გაკეთება და სასურველი სესხის აღება მარტივია. სანდო ფინანსური პარტნიორის შერჩევა ხარჯების დაზოგვისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღების გარანტიაა.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა