სესხი რემონტისთვის - რა უნდა იცოდეთ პროდუქტით სარგებლობისას

ავტორი / 7 წლის წინ / 5 კომენტარი

ალბათ ერთხელ მაინც გიოცნებიათ გარემონტებულ, მყუდრო ბინაზე, რომელსაც საკუთარი გემოვნებით მოაწყობდით. ბინის განახლება მოითხოვს პროექტის შეცვლას, სარემონტო მასალებისა და ავეჯის შეძენას. ეს ყველაფერი კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც მომხმარებელთა დიდი ნაწილს არ აქვს. რემონტისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად ხშირ შემთხვევაში რამდენიმე თვე და წელია საჭირო, მაგრამ არსებობს ამის ალტერნატივაც. სესხი რემონტისთვის დაგეხმარებათ საჭირო თანხის მარტივად მოზიდვაში. პროდუქტის საშუალებით სწრაფად მიიღებთ დაფინანსებას და შეძლებთ საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობას.

იპოთეკური სესხი ყველაზე ხელმისაწვდომია ბინის რემონტისთვის. მიზნობრიობა შეიძლება იყოს როგორც სახლის შეძენა, ასევე მისი რემონტი. სხვა ტიპის სესხებთან შედარებით პროდუქტი გამოირჩევა დაბალი საპროცენტო განაკვეთით და დაფარვის ხანგძლივი პერიოდით.

რა უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე

იპოთეკური სესხი გრძელვადიანი ტიპის კრედიტია, რომელიც უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო კომპანიას უფლება აქვს მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაცია. სწორედ ამიტომ აღნიშნული ტიპის კრედიტის აღებისას საჭიროა წინასწარ გაითვალისწინოთ გადახდის შესაძლებლობა. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა სესხის დაფარვა ვეღარ შეძლოთ და ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა წინასწარი დაგეგმვის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია რისკების მინიმუმამდე შემცირება. იპოთეკური სესხის აღებისას გახსოვდეთ, რომ თანხის გადახდა მრავალი წლის მანძილზე მოგიწევთ. შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და იმის მიხედვით განსაზღვრეთ კრედიტის მოცულობა. ამასთან გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – გაეცანით სესხის ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ თუ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეს უკანასკნელი ყველა შესაძლოა ხარჯს მოიცავს, რისი გაღებაც შესაძლოა მოგიხდეთ. 
  • სესხის ვალუტა – უმჯობესია სესხი იმ ვალუტაში აიღოთ, რაშიც ხელფასი ან შემოსავალი გაქვთ. ამით თავიდან აირიდებთ კურსთაშორისი სხვაობისგან გამოწვეულ ზარალს. 
  • დამატებითი ხარჯი – ზოგიერი ტიპის კრედიტს შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი ხარჯი. სესხის გაცემის ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო და სხვა. დააზუსტეთ კონსულტანტთან დამატებითი ხარჯების შესახებ.

სესხის აღებამდე შეადარეთ საკრედიტო კომპანიების შემოთავაზებები და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს. ბინის რემონტი დაკვირვებულ ფინანსურ დაგეგმვას და სწორ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვს. უმჯობესია თუ სესხის აღებამდე გარკვეულ თანხას დაზოგავთ. დაიწყეთ თქვენი შემოსავლების ნაწილის შეტანა შეგროვებადი ტიპის ანგარიშზე. ამ გზით შეძლებთ როგორც დამატებითი სარგებლის მიღებას, ასევე სურვილების უფრო მარტივად ასრულებას.

კომენტარი

Maia : 6 წლის წინ

Madlobeliviqnebi tu momcemt magkredits