სამომხმარებლო სესხი – პირადი ხარჯების დაფინანსება მარტივად
ავტორი / 7 წლის წინ / 22 კომენტარიმოგზაურობა, ტექნიკის შეძენა ან ყოველდღიური ხარჯების დაფინანსება – სამომხმარებლო სესხი საუკეთესო არჩევანია აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. მომსახურების საშუალებით მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერი პირადი მოხმარების ნივთის ან სერვისის შეძენა. სამომხმარებლო სესხი მოკლევადიან კრედიტებს მიეკუთვნება. შესაბამისად, ძვირი მომსახურებაა. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე, ვადასა და თქვენს შემოსავალზე. როდის უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით, რა უპირატესობა აქვს და ვისთვის არის განკუთვნილი?
სამომხმარებლო სესხები ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება გაიცეს. თუ იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თქვენ კრედიტს აუცილებლად ბინის შესაძენად იღებთ, სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში არ ხართ არჩევანში შეზღუდული. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია. ხშირად მოითხოვება ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი, ცნობა სამუშაო ადგილიდან. მოთხოვილი თანხიდან გამომდინარე შესაძლოა დაგჭირდეთ უზრუნველყოფა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე გაცემა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
სესხის დამტკიცებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დადებითი საკრედიტო ისტორიის ქონას. ნეგატიური რეიტინგის დროს კრედიტის დამტკიცების შანსი იკლებს, რადგან ის აჩვენებს კრედიტორს, რომ კლიენტს პრობლემა ჰქონდა ვალდებულების დაფარვის დროს. შესაბამისად, მისთვის რისკის შემცველია ასეთი მომხმარებლისთვის კრედიტის დამტკიცება.
სამომხმარებლო სესხის უპირატესობები
სამომხმარებლო სესხის უპირატესობას მისი ხელმისაწვდომობა განაპირობებს. ასეთი სესხები მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი, იქნება ეს ახალგაზრდა თუ ასაკიანი, სტაბილური სამსახურით უზრუნველყოფილი თუ თვითდასაქმებული. განაცხადის გაკეთებისას თქვენ არ გჭირდებათ არანაირი მიზნობრიობის მითითება. თანხა ნებისმიერი საჭიროებისთვის შეგიძლიათ ისესხოთ. იქნება ეს ახალი ნივთის შეძენა, მოგზაურობა თუ უბრალოდ წვეულების ხარჯი. არჩევანში არ ხართ შეზღუდული და მარტივად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თუ რისთვის გამოიყენებთ მიღებულ თანხას. სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:
- ნაკლები ფინანსური რისკი – სესხის ასაღებად არ მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მომსახურებით სარგებლობისას ნაკლებად რისკიან გადაწყვეტილებას იღებთ. არ გიწევთ ქონების ჩადება. შესაბამისად, თქვენს საკუთრებას არ ექმნება საფრთხე.
- თანხის მარტივად მიღების შესაძლებლობა – სამომხმარებლო სესხი მარტივი პროცედურის გავლით გაიცემა. თუ იპოთეკური კრედიტის გაცემისას მოითხოვება საკუთრების მოწმობა და ნივთზე ვრცელდება გირავნობა, ამ მომსახურებისას არ მოითხოვება ამდენი დოკუმენტის შეგროვება.
- მოქნილობა და კომფორტი – მომსახურება გამოირჩევა სისწრაფით და მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის, რადგან მათ ურჩევიათ ისეთი სერვისით სარგებლობა, რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს. სამომხმარებლო სესხს კი არ სჭირდება უზრუნველყოფა და დოკუმენტების წარდგენა, თანხის გაცემა სწრაფად ხდება.
სწორი არჩევანი – დაზოგილი თანხა
სამომხმარებლო სესხის აღებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
- წინასწარ გათვალეთ თქვენი რესურსები და შესაძლებლობები. გამოთვალეთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯის ოდენობა, რათა გაიგოთ თუ რამდენად შეძლებთ ვალდებულების დაფარვას.
- გაითვალისწინეთ სესხის დამტკიცების საკომისიო. საშუალოდ ის 2 %-ს შეადგენს.
- თუ სამომხმარებლო სესხი ბარათზე დაგერიცხებათ, მოგიწევთ განაღდების საკომისიოს გადახდა. სახელფასო პროგრამის ფარგლებში შესაძლოა სარგებლობდეთ გარკვეული შეღავათით.
- სამომხმარებლო სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%-ს შეადგენს. თუკი ვალდებულებას ვადაზე ადრე დაფარავთ, დამატებითი ხარჯის გაღება მოგიწევთ.
ნებისმიერი ტიპის სესხის აღება ფინანსურ ვალდებულებას გაკისრებთ. ისესხეთ თანხა პასუხისმგებლობით, დაფიქრდით მის საჭიროებასა და დაფარვის შესაძლებლობაზე.
კომენტარი
Monda tqveni momxmarebeli gavxde
Minda tqveni momxmarebeli favxde
Minda tqveni momxmarebeli gsvxde