3 რჩევა შვებულების სწორად დასაგეგმად

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

ზაფხული საუკეთესო პერიოდია ახალი თავგადასავლებისა და დასვენებისათვის. მოგზაურობა საოცნებო ქვეყანაში, სასიამოვნო ემოციები და სიახლეები - ყველას სურს შვებულება სწორად დაგეგმოს და დაუვიწყარი დრო გაატაროს. რა უნდა გაითვალისწინოთ შვებულების დაგეგმისას, როგორ უნდა დაზოგოთ თანხა და იმოგზაუროთ უსაფრთხოდ?

  • შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი - განსაზღვრეთ როგორი დასვენება გინდათ - აქტიური თუ პასიური. თუ ფიქრობთ, რომ დასვენება და მოგზაურობა ერთმანეთის სინონიმებია ცდებით. უმჯობესი იქნება თუ სამოგზაუროდ ხანგძლივი შვებულებისას წახვალთ და დაიტოვებთ დასვენების დროს.
  • განსაზღვრეთ ბიუჯეტი - განსაზღვრეთ რა თანხა დაგჭირდებათ შვებულებისთვის. შეადგინეთ ბიუჯეტი, გაითვალისწინეთ საკვების, სასტუმროს და სხვა აუცილებელი სერვისების ხარჯი.
  • იზრუნეთ უსაფრთხოებაზე - შვებულების დროს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ქურდობას. უმჯობესი იქნება თუ ძვირფას ნივთებს, მობილურს და საჭირო დოკუმენტებს უსაფრთხო ადგილას შეინახავთ. გაარკვიეთ რამდენად უსაფრთხოა ის ადგილი, სადაც მოგზაურობას გეგმავთ. თან მხოლოდ ის თანხა ატარეთ, რის დახარჯვასაც იმ დღეს გეგმავთ. ამასთან, თუ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილდებით ერთ ადგილას ნუ შეინახავთ თანხას.

როგორ უნდა დაზოგოთ თანხა მოგზაურობისას

დღეისათვის, საზღვარგარეთ მოგზაურობა გაცილებით მარტივია, ვიდრე უწინ. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყანებში გამარტივებულია გამგზავრება. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ირჩევს ევროპის ქვეყნებს შვებულების გასატარებლად. თუ საზღვარგარეთ გეგმავთ შვებულების გატარებას და არც ისე დიდი ბიუჯეტი გაქვთ, გაითავლისწინეთ:

  • ავიაბილეთი შეიძინეთ დიდი ხნით ადრე - დღესდღეობით, ავიაბილეთის იაფად შეძენა სრულიად რეალურია. თუკი წინასწარ გაეცნობით კომპანიების შეთავაზებებს და შეარჩევთ საუკეთესო დროს ბილეთის შესაძენად, შეძლებთ ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას.
  • შეადარეთ სასტუმროების ფასი ერთმანეთს - სასტუმროს შერჩევისას გაითვალისწინებთ როგორც ფასი, ასევე მისი ადგილმდებარეობა. თუ თქვენი ადგილსამყოფელი ცენტრიდან შორს იქნება, დაგემატებათ მგზავრობის ხარჯი. ამასთან, დროს დაკარგავთ გადაადგილებაში.
  • განიხილეთ ყველა შეთავაზება - ეწვიეთ ისეთ სივრცეებს, რომლებიც გთავაზობენ რამდენიმე შეთავაზებას. მსგავსი ვებგვერდები დაგეხმარებათ დაბალბიუჯეტიანი, თქვენზე მორგებული პირობის შერჩევაში.
  • თან იქონიეთ ნაღდი ფული და პლასტიკური ბარათი - მართალია უნაღდო ანგარიშსწორება საკამოდ განვითარებულია და თითქმის არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ბარათით გადახდა არ შეიძლება. მაგრამ ამის მიუხედავად, შეიძლება ისეთ ადგილას მოხვდეთ, სადაც ბარათით გადახდას ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ სასურველია მოგზაურობისას თან იქონიოთ ნაღდი ფული.

შვებულების ადრე დაგეგმვა დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში. სასიამოვნო დასვენებისგან მიღებული ემოციები კი მთელი წლის მანძილზე გაგყვებათ. თუ თანხა გაკლდებათ, გახსოვდეთ რომ შეგიძლიათ დაფინანსების ალტერნატიურ გზას მიმართოთ. Credy24-ის სწრაფი სესხები ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა