საფინანსო სფერო – ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი

ავტორი / 7 წლის წინ / 4 კომენტარი

შრომის ბაზარზე ხელფასები მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. იმ სფეროში, სადაც შრომის მიწოდება მოთხოვნას აღემატება ხელფასი დაბალია. ხოლო იმ სექტორში, სადაც მიწოდება მოთხოვნას ჩამოუვარდება – მაღალი. შესაბამისად, დასაქმებულთა ხელფასი განსხვავდება პროფესიების მიხედვით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გარკვეული დარგები აქტუალობას კარგავს. შედეგად, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები კარგავენ სამსახურს. ამასთან ერთად, ბაზარზე ჩნდება ისეთი დარგები, რომლებიც ვითარდება და მეტ კადრს მოითხოვს.

დასაქმება და გაწეული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საქართველოში. ამის მიუხედავად არსებობს პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და არც ანაზღაურებაა ურიგო. რომელი სფეროა ყველაზე მოთხოვნადი და რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება საფინანსო სექტორშია და ის 2023 ლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ სექტორში საშუალო ხელფასი 450 ლარით გაიზარდა. საფინანსო საქმიანობა წლიდან წლამდე ყველა სფეროზე სწრაფად იზრდებოდა. დღეისათვის კი აღნიშნულ სექტორში ანაზღაურება გაცილებით მაღალია.

ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 54 ლარით გაიზარდა და მეოთხე კვარტლის მონაცემებით, 1065 ლარი შეადგინა. საფინანო სექტორი რეიტინგის ლიდერია. მას მოსდევს სამშენებლო სექტორი 1643 ლარით. ოპერაციები უძრავი ქონებით, ოჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 1375 ლარით არის განსაზღვრული. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დასაქმებული ადამიანები 1346 ლარს იღებენ. 1255 ლარითაა განსაზღვრული ელექტროენერგიის, აირის, წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში დასაქმებულთა ხელფასი.

თვეში 1 000 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვთ ადამიანებს, ვინც შედეგ სექტორებშია დასაქმებული: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, განათლება.

საშუალო თვიური ხელფასის რეიტინგი საქმიანობების მიხედვით

  • საფინანსო საქმიანობა – 2023 ლარი; 
  • მშენებლობა – 1643 ლარი; 
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა -1375 ლარი; 
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1349 ლარი; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1328 ლარი; 
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1255 ლარი; 
  • სახელმწიფო მმართველობა – 1213 ლარი; 
  • თევზჭერა, მეთევზეობა – 1096 ლარი; 
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 989 ლარი; 
  • ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 977 ლარი; 
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 902 ლარი; 
  • სასტუმროები და რესტორნები – 899 ლარი; 
  • ომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 875 ლარი; 
  • სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა – 660 ლარი; 
  • განათლება – 589 ლარი.

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოვრებაში. კარგად გაიაზრეთ საკუთარი ინტერესები და სურვილები. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი და დაიცავით ბალანსი საყვარელ და შემოსავლიან პროფესიას შორის.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა