რომელი საგადახდო ბარათები სარგებლობს პოპულარობით საქართველოში
ავტორი / 6 წლის წინ / 48 კომენტარისაგადახდო ბარათების პოპულარობა იზრდება. 2017 წლის ბოლოს კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა ბარათების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. აქედან 8 285 658 სადებეტო ბარათია, ხოლო 769 598 საკრედიტო.
საკრედიტო ბარათებში მთლიანი მოცულობის 45% ანუ ყველაზე დიდი წილი VISA-ს უკავია. MasteCard-ის ბარათების რაოდენობამ 308 020 შეადგინა. დანარჩენი 112 227 ბარათი ნაწილდება შემდეგ სისტემებზე:
- AMEX
- UPI Local
სადებეტო ბარათების შემთხვევაში, ყველაზე დიდი წილი Mastercard-ზე მოდის – 3 931 680, 47%, Visa ბარათის წილი კი 25 %-ია.
საგადახდო ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება:
- ბანკომატებით - 1 526 252 000 ლარის მოცულობის 5 913 962 ოპერაცია;
- პოს-ტერმინალებით და ინტერნეტით – 360 642 000 ლარის, 11 514 632 ოპერაცია.
წინა წლის მონაცემებთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა 34,5% - ით არის გაზრდილი, თანხის მოცულობა კი 48,8 %-ით.
საგადახდო ბარათები და მათი წარმოშობის ისტორია
საქართველოში პირველი საგადახდო ბარათები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოჩნდა. თავდაპირველად, 1998 წელს გამოშვებულ იქნა Visa-ს საერთაშორისო ბარათი, მოგვიანებით 1999 წელს კი MasterCard-ი. კომერციული ბანკები ასევე უშვებენ American Express-ის და ლოკალურ ბარათებს.
არსებობს 2 ტიპის: სადებეტო და საკრედიტო ბარათები. საკრედიტო ბარათზე ბანკის მიერ წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტია განთასებული, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს საქონლის ან მომსახურების ყიდვისას დახარჯოს კრედიტის თანხა. აღნიშნული ბარათების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი მომხმარებელი ბარათიდან დახარჯულ თანხას სრულად დაფარავს, ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით და აღარ მოუწევს დამატებითი პროცენტების გადახდა. ამასთან, ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასადაკლებები მომსახურების ობიექტებში.
სადებეტო ბარათებზე განთავსებულია მომხმარებლის თანხა, თუმცა მასზე შესაძლებელია დაშვებული იქნეს საკრედიტო ლიმიტი ოვერდრაფტის სახით. სადებეტო ტიპის ბარათებით ხდება თითქმის ყველა სახის საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, გადახდა, ფულის გამოტანა და სხვა. სადებეტო ბარათის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა შემოსავალი. საკრედიტო ბარათის მისაღებად კი გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორის მოითხოვება სტაბილური შემოსავალი.
კომენტარი