როგორ შევიძინოთ ძვირადღირებული ნივთები – სესხით თუ დანაზოგით
ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარიბინის რემონტი, მოგზაურობა, ახალი ავეჯის შეძენა – მსგავსი სურვილების ასრულებას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება. ყოველთვიური ხარჯების და არასაკმარისი შემოსავლის პირობებში არც ისე მარტივია თანხის დაზოგვა და ერთიანად თავმოყრა. ძვირადღირებული შენაძენის გასაკეთებად საჭიროა დანაზოგის გაკეთება. ამისათვის კი ხშირად წლებია საჭირო. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ფინანსური მიზნების მიღწევაში:
- შეადგინეთ ბიუჯეტი – იმისათვის, რომ თანხის დაზოგვა დაიწყოთ უნდა იცოდეთ რაში ხარჯავთ ფულს და რაზე შეგიძლიათ უარის თქმა. შეადგინეთ ბიუჯეტი, დაფიქრდით რამდენის დაზოგვას მოახერხებთ ყოველთვიურად და რა დრო დაგჭირდებათ საჭირო თანხის მოსაგროვებლად.
- გახსენით შემნახველი ანგარიში – ანაბრები ერთმანეთისგან განსხვავდება პერიოდის, საპროცენტო განაკვეთისა და ზოგადი მახასიათებლების მიხედვით. დაფიქრდით რა ვადაში შეძლებთ საჭირო თანხის შეგროვებას და ანაბარი სწორედ ამ პერიოდით გახსენით. ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია, თანხის განთავსება 3 თვიდან 2 წლამდე ვადით შეგიძლიათ. მოთხოვნამდე ტიპის ანაბრებზე კი პროცენტი დაბალია, რადგან ფულის გატანა ნებისმიერ დროს არის ნებადართული. თქვენს მოთხოვნაზე მორგებული პროდუქტის შერჩევა გაგიმარტივებთ თანხის დაზოგვას.
- შეადარეთ ფასები ერთმანეთს – პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფასები მაღაზიებში ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვაობა ზოგჯერ საკმაოდ დიდია. გაარკვიეთ ფასები, სად რა ღირს ეს თუ ის პროდუქცია და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ყურადღება მიაქციეთ ხარისხსაც.
- შეადგინეთ საყიდლების სია – მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რაც რეალურად არ სჭირდებათ. ფასდაკლებები და შეთავაზებები კიდევ უფრო ზრდის არასაჭირო ნივთების შეძენის შანსს. საყიდლების სიის შედგენა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს. თქვენ მხოლოდ იმას იყიდით, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ამით კი დაზოგავთ თანხას.
როდის შეგვიძლია პირადი ხარჯების დაფინანსება სამომხმარებლო სესხით
თუ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემა გაქვთ, არ გაქვთ იმის დრო, რომ დაელოდოთ ფულის შეგროვებას ან თანხა სწრაფად გეხარჯებათ, არსებობს სხვა საშუალება – სამომხმარებლო სესხები.
სამომხმარებლო სესხი პირადი ხარჯების დასაფინანსებლად შეგიძლიათ აიღოთ – საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა, მიმდინარე ხარჯების დაფინანსება და სხვა. სწორი არჩევანის გასაკეთბლად საჭიროა კომპანიების პირობების გაცნობა და შედარება. Credy24-ზე ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაიგოთ საჭირო ინფორმაცია კრედიტორების შესახებ – საპროცენტო განაკვეთი, სესხის პერიოდი და თანხის ოდენობა. დაზოგე დრო და აიღე გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხი უკვე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
კომენტარი