როგორ გავარჩიოთ სანდო გამსესხებლები თაღლითებისგან

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მთელი რიგი სერვისები ონლაინ რეჟიმში ინაცვლებს. თუ ადრე სასურველი მომსახურების მისაღებად აუცილებელი იყო საფინანსო კომპანიაში ვიზიტი, დღეს საჭირო სერვისით სარგებლობა ინტერნეტით შეიძლება. ინტერნეტი არა მარტო ინფორმაციის, არამედ ფულადი სახსრების მოძიების წყაროც გახდა. სწრაფი და გამარტივებული პროცედურა გვიზოგავს დროს და თავიდან გვარიდებს ბიუროკრატიას. დღევანდელი გადატვირთული რეჟიმის ფონზე, ის ფაქტი, რომ შეგვიძლია სესხის აღებისას თავიდან ავირიდოთ ფილიალში მისვლა, რიგში დგომა და დროის დაკარგა ნამდვილად დიდი კომფორტია.

საკრედიტო სექტორის შეთავაზებები საკმაოდ მიმზიდველია. ,,სესხი სახლიდან გაუსვლელად, 5 წუთში, დოკუმენტების გარეშე.’’ რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული პროდუქტი? არსებობს ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებით ვცდილობთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ სანდო გამსესხებლები და თაღლითები. ონლაინ სესხის აღებისას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებას. თუ სწრაფი სესხის აღებას გადაწყვეტთ, აუცილებელია შეარჩიოთ სანდო კომპანია. ეს იმის გარანტი იქნება, რომ თქვენი მონაცემები საიმედოდ იქნება დაცული და არ აღმოჩნდება მესამე პირის ხელში.

რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის განაცხადის შევსებამდე

  • წაიკითხეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა - აქ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი მონაცემების უსაფრთხოების შესახებ;
  • გაარკვიეთ ვებგვერდის დაცვის ხარისხი - დაცული ვებგვერდები იწყება შემდეგი მისამართით https://, რაც იმას ნიშნავს რომ მონაცემები დაცულია საიმედოდ;
  • აუცილებელია ვებგვერდზე მითითებული იყოს გამსესხებლის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის მოცემული, ეს იმას ნიშნავს რომ ისინი თავს არიდებენ მომხმარებელთან კომუნიკაციას;
  • სანდო საფინანსო კომპანიებს აქვთ ლიცენზია ოპერირებისთვის. კრედიტორი უნდა საქმიანობდეს ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიის ქვეშ.

სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმრავლესობა მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის ითხოვს 1 თეთრის გადარიცხვას ანგარიშზე. თანხის გადარიცხვა მას შემდეგაა საჭირო, რაც კლიენტს დაუმტკიცდება სესხი. კომპანია ამავე ანგარიშზე ურიცხავს მომხმარებელს სესხის თანხას. თუკი კრედიტორი წინასწარ გთხოვთ თანხის გადარიცხვას, გადაამოწმეთ აღნიშნული მსესხებელი. არის თუ არა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, აქვს თუ არა საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზია.

ჩვენთან, Credy24-ზე შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ საკრედიტო სექტორში მოღვაწე სანდო და კომპეტენტური კომპანიების შეთავაზებებს, შეადაროთ მათი პირობები ერთმანეთს და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული ვარიანტი.პროცესი მარტივია. დარეგისტრირდით, შეავსეთ განაცხადის ფორმა, აირჩიეთ საჭირო თანხის ოდენობა და პერიოდი. აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ, თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა