როგორ გადავიხადოთ სესხი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში

ავტორი / 7 წლის წინ / 7 კომენტარი

მოულოდნელი ფინანსური პრობლემებისგან არავინ არის დაზღვეული. შესაძლოა სესხის აღების დროს მუშაობდით და სტაბილური შემოსავალი გქონდათ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ვეღარ ახერხებთ კრედიტის გადახდას. როგორ უნდა შეასრულოთ საფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება? 

თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ვეღარ ახერხებთ სესხის გადახდას, დაუკავშირდით საკრედიტო კომპანიას და აცნობეთ ამის შესახებ. ნუ დაიმალებით, რადგან ასეთ შემთხვევაში დაგერიცხებათ დამატებითი ჯარიმა, მოგიწევთ უფრო მეტი თანხის გადახდა. ამასთან, გაუარესდება თქვენი საკრედიტო ისტორია, რაც მომავალში გაგირთულებთ კრედიტის აღებას. ასეთ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა სესხის რესტრუქტურიზაცია – არსებული სესხის მომსახურების პირობის ცვლილება, რომელიც ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მარტივად დაფაროთ ვალდებულება. რესტრუქტურიზაციის დროს ხდება არსებული დავალიანებების გაერთიანება და მისი მეტ ვადაში განაწილება. მომხმარებელს მეტი დრო აქვს სესხის დასაფარად, ყოველთვიურად ნაკლები თანხის გადახდა უწევს. ეს ყველაფერი კი უმარტივებს ვალდებულების დაფარვასა და ფინანსური საკითხების მოგვარებას.

სესხის აღებისას სასურველია ისარგებლოთ დაზღვევით. საკრედიტო შენატანის დაზღვევა დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში – თუ სესხის თანხის გადახდას ვერ შეძლებთ სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს ვალდებულების დაფარვას. დაზღვევა დაფარავს სესხის ყოველთვიურ გადასახადს 6 თვის მანძილზე.

რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას

მომხმარებლებს ხშირად ექმნებათ პრობლემა სესხის გადახდისას. ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ იცოდეთ პროდუქტის პირობა და გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • გაარკვიეთ ყოველთვიურად გადასახადი თანხისა და ჯარიმების ოდენობა – ამით თავიდან აირიდებთ მოულოდნელობებს, გეცოდინებათ რა თანხის გადახდა მოგიწევთ. 
  • ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას, განსაკუთრებით კი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. 
  • გაითვალისწინეთ გადახდის რესურსი – თუ თანხას გრძელვადიანი პერიოდით სესხულობთ, გახსოვდეთ რომ ვალდებულების გადახდა წლების მანძილზე მოგიწევთ. დაფიქრდით რამდენად შეძლებთ ამას არსებული რესურსით.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად, ფინანსური პრობლემები მაინც ჩნდება ცხოვრებაში. თუ ვალდებულების გადახდას ვერ ახერხებთ, დაუკავშირდით საფინანსო კომპანიას, მოითხოვეთ გადახდის გრაფიკის ცვლილება. ეს საშუალებას მოგცემთ მარტივად გადაიხადოთ სესხები. თუ რამდენიმე კრედიტი გაქვთ და ვეღარ იხდით, შეგიძლიათ სესხები გააერთიანოდ. მომსახურების დახმარებით დაზოგავთ დროს, თანხის გადასახდელად არ მოგიწევთ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციაში ვიზიტი, ისარგებლებთ შემცირებული საპროცენტო განაკვეთით. არ დაგავიწყდებათ პროცენტის გადახდა, რადგან მხოლოდ ერთი სესხის დაფარვა მოგიწევთ.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა