როდის და რა შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ არასაბანკო სესხით
ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარიერთ დროს სესხის ასაღებად აუცილებელი იყო საკრედიტო კომპანიაში მისვლა, უამრავი დოკუმენტის შეგროვება და უსასრულო რიგებში დგომა. დღეისათვის, საჭირო თანხის მიღება გაცილებით მარტივია. არასაბანკო სესხების მომსახურება მოქნილობით გამოირჩევა. ფულის მისაღებად აღარ არის საჭირო უამრავი ცნობის შეგროვება და კომპანიაში ვიზიტი. გამარტივებული პროცედურა, ფულის სწრაფად მიღება, ხელმისაწვდომობა – აღნიშნული მახასიათებლების გამო ბევრი მომხმარებელი არასაბანკო სესხებზე აკეთებს არჩევანს. როდის არის გამართლებული აღნიშნული სერვისით სარგებლობა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ მომსახურებას?
არასაბანკო სესხი სახლიდან გაუსვლელად, მოქნილი პირობით გაიცემა. მომხმარებლები თანხას ყოველგვარი საბუთის, თავდებისა და ქონების უზრუნველყოფის გარეშე იღებენ. მომსახურება ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევის სწრაფი საშუალებაა, რომელიც არ მოითხოვს ხანგძლივ დროსა და უამრავ დოკუმენტს. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში იმყოფებით თუ საზღვრებს გარეთ, განაცხადის შევსება სასურველი ადგილიდან ხდება, ამისათვის არ არის საჭირო პირადობის მოწმობა და საბანკო ანგარიშის ქონა. მარტივად ხელმისაწვდომობის მიუხედავად, აუცილებელია კრედიტორის პირობის დეტალურად გაცნობა და მისი გათვალისწინება. როდის არის მიზანშეწონილი სერვისით სარგებლობა?
- დაუგეგმავი ხარჯი – გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა არც ისე მარტივია, ჩვენი ბიუჯეტი არასოდეს არის მზად ამისათვის. ახლობელი ადამიანისგან ფულის სესხება კი ყოველთვის ვერ ხერხდება. ასეთ დროს ონლაინ სესხებით სარგებლობა სრულიად გამართლებულია, რადგან თანხას სწრაფად იღებთ, არ გიწევთ მეგობრის შეწუხება და ფინანსურ პრობლემასაც ეფექტურად უმკლავდებით.
- სამედიცინო ხარჯი – სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის გადადება შეუძლებელია. მოულოდნელი ხარჯთან გასამკლავებლად შეგვიძლია სწორედ სწრაფი ონლაინ სესხების მომსახურება გამოვიყენოთ. თანხას დროულად მივიღებთ და პრობლემასაც სწრაფად მოვაგვარებთ.
- გადასახადები – ბიუჯეტის სწორად განაწილება ყოველთვის ვერ ხერხდება. გადასახადების გადახდა კი აუცილებელია. არასაბანკო სესხის დახმარებით შესაძლებელია არასასიამოვნო სიტუაციების თავიდან არიდება.
არასაბანკო სესხის უპირატესობები
როდესაც ფული გვჭირდება გვახსენდება ვიზიტი სესხის ოფიცერთან, საბუთების შეგროვება და სხვა რიგი პროცედურების გავლა. დღეისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უკვე აღარ არის აუცილებელი საკრედიტო კომპანიის ფილიალში ვიზიტი, რადგან მომსახურებით სარგებლობა ინტერნეტით არის შესაძლებელი. არასაბანკო სესხი შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა:
- სწრაფი სერვისი;
- მარტივი პროცედურა;
- კომფორტული მომსახურება;
- თანხის ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა.
საკრედიტო შეთავაზების შერჩევისას გაითვალისწინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, ხელშეკრულება და ვალდებულების დაფარვის შესაძლებლობა. სესხის პასუხისმგებლობით აღება მისი დროულად დაფარვის და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნის გარანტიაა. ამასთან, კრედიტის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში.
კომენტარი