რჩევები უსაფრთხო ონლაინ შოპინგისთვის
ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარიწინასაახალწლო პერიოდში მომხმარებლები აქტიურად მიმართავენ შოპინგს. ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები არავის ტოვებს გულგრილს. ამ დროს, განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა ონლაინ შოპინგზე. იზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც არჩევანის მრავალფეროვნების, ხარისხის, ფასისა და სხვა მახასიათებლების გამო უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ მაღაზიებს. შესაბამისად, აქტუალური ხდება კითხვა თუ როგორ დავიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტით შესყიდვისას.
- ისარგებლეთ ცნობადი და დაცული მაღაზიებით – ონლაინ მაღაზიაში შენაძენის გაკეთებამდე გაარკვიეთ სანდოობა, გაეცანით მომხმარებლების შეფასებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიას ვებგვერდზე მოცემული უნდა ჰქონდეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა შეკვეთის და მომსახურების პირობები, რეკვიზიტები, დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს გაყიდვის კანონიერებას.
- დააკვირდით მაღაზიის ვებგვერდის მისამართს – ბრაუზერის მისამართის ველში მითითებული უნდა იყოს HTTPS და აღნიშნული უნდა იყოს მწვანე ბოქლომით. ისარგებლეთ დომენის შესამოწმებელი საიტებით და გამოიყენეთ ანტივირუსი.
- გამოყენეთ ცალკე პლასტიკური ბარათი – უმჯობესია ონლაინ შოპინგისას გამოიყენოთ ცალკე ბარათი, რომელზეც ზუსტად იმ რაოდენობის თანხას განათავსებთ რამდენის დახარჯვასაც გეგმავთ.
- ისარგებლეთ დაცული კომპიუტერით – ონლაინ შოპინგისას თქვენ პირად მონაცემებს იყენებთ, ამიტომ საჭიროა გამოიყენოთ ისეთი კომპიუტერი, რომელიც დაცული იქნება და ჩართული იქნება საიმედო ქსელში.
- ბარათზე განათავსეთ ის ვალუტა, რა ვალუტაშიც გეგმავთ ანგარისწორებას – თუ საბანკო ანგარიშზე სხვა ვალუტა გექნებათ, ყიდვისას მოხდება კონვერტაცია თქვენს მომსახურე ბანკში არსებული კურსის მიხედვით.
- ისარგებლეთ პლასტიკური ბარათის დაზღვევის სერვისით – საკრედიტო ბარათების უმრავლესობას დაზღვევა ავტომატურად მოჰყვება, თუმცა სადებეტო ბარათების შემთხვევაში საჭიროა მისი გააქტიურება.
გადაწყვეტილების მიღებისას ბევრს ნუ იფიქრებთ, რადგან შესაძლოა სასურველი ნივთი უბრალოდ გაიყიდოს. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ შოპინგის დროს თქვენ ზოგავთ დროს, საჭირო ნივთის ყიდვა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებებით და შედარებით ნაკლები გადაიხადოთ. ამასთან, სარგებლობთ მოსახერხებელი ანგარიშსწორებით. იხდით როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათით. ბევრ მაღაზიას დამატებით აქვს მიტანის სერვისი, რაც ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ და დამატებითი თანხა გჭირდებათ, ჩვენს ვებგვერდზე ერთ სივრცეში გაეცნობით კრედიტორების შეთავაზებებს, შეძლებთ სხვადასხვა კომპანიის საპროცენტო განაკვეთის, თანხის ოდენობისა და დაფარვის პერიოდის დადგენას, რაც დაგეხმარებათ დაბალპროცენტიანი კრედიტის შერჩევაში. ამასთან, ონლაინ რეჟიმში შეავსებთ სესხის განაცხადს. საჭირო თანხას კი საბანკო ანგარიშზე მიიღებთ.
კომენტარი