5 რჩევა სესხის გონივრულად შესარჩევად
ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარი„ვისესხო, არ ვისესხო“ - ალბათ ხშირად დამდგარხართ ამ დილემის წინაშე. უმეტეს შემთხვევაში კი არჩევანს სწორედ სესხის აღებაზე აკეთებთ. სურვილი იმისა, რომ შეიძინოთ ახალი ნივთი ან მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა იმდენად დიდია, რომ არჩევანი სწორედ კრედიტის აღებაზე კეთდება. კრედიტორის გონივრულად შერჩევას შეუძლია დაგიზოგოთ ხარჯები და თავიდან აგარიდოთ მოულოდნელი ფინანსური კრიზისი.
პასუხისმგებლობით სესხებისას თქვენ წინასწარ უნდა დაადგინოთ ყველა შესაძლო ხარჯი, შეაფასოთ რისკები, შეადაროთ კრედიტორების პირობები ერთმანეთს, რათა შეარჩიოთ ისეთი კომპანია, სადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებთ. ამასთან, უნდა დაფიქრდეთ თუ ფინანსური პრობლემა შეგექმნებათ, როგორ გადაიხდით თანხას. მომხმარებლები ხშირად არ ითვალისწინებენ ამ ყველაფერს და თანხას დაუფიქრებლად იღებენ. დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგი გაზრდილი ვალები და დაუფარავი ვალდებულებებია.
5 რჩევა, რომელიც სესხის აღებამდე უნდა გაითვალისწინოთ
1. ისარგებლეთ სესხის კალკულატორით – თითქმის ყველა კრედიტორს, იქნება ეს მიკროსაფინანსო, ბანკი თუ ონლაინ სესხის გამცემი კომპანია, ვებგვერდზე მოცემული აქვს კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ წინასწარ გამოითვალოთ თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. კალკულატორის მოხმარება მარტივია. ირჩევთ სასურველი თანხის ოდენობასა და დაფარვის ვადას, კალკულატორი კი გითვლით გადასახად თანხას. თქვენ წინასწარ იცით მოსალოდნელი ხარჯის შესახებ. შესაბამისად, სესხის აღების შემთხვევაში გაუთვალისწინებელი პრობლემა არ გექმნებათ.
2. გაიგეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა – ალბათ ოდესმე მიგიღიათ 0%-იანი სესხის შეთავაზება და გიფიქრიათ, რომ სერვისით სარგებლობისას არ გექნებოდათ არანაირი ხარჯი. სანამ ხარჯების შესახებ დასკვანას გააკეთებთ, გაიგეთ თუ რამდენია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. მის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს, რაც შეიძლება იყოს დამატებითი საკომისიო ან ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნით თქვენ ზუსტი ინფორმაცია გექნებათ მომავალი ვალდებულებების შესახებ, შეძლებთ ხარჯების გამოთვლას და სწორი არჩევანის გაკეთებას.
3. შეადარეთ კრედიტორების პირობები ერთმანეთს – საფინანსო სფეროში სესხების ფართო არჩევანია. თანხის აღება შესაძლებელია როგორც ბანკში, ასევე მიკროსაფინანსო თუ სწრაფი სესხის გამცემ კომპანიაში. სესხები თავის მხრივ ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით და მიზნობრიობით. საუკეთესო პირობის კრედიტორის შერჩევა, სადაც დაბალპროცენტიანი კრედიტით ისარგებლებთ არც ისე მარტივია. საჭიროა პირობების გაცნობა. ამისათვის კი დაგჭირდებათ კომპანიების ვებგვერდებზე შესვლა, დარეკვა ან ფილიალში მისვლა. Credy 24-ის ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის სესხის პირობას და მარტივად აიღოთ სესხი.
4. წაიკითხეთ ხელშეკრულება – ხელშეკრულების წაკითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია ზუსტად იცოდეთ თქვენი უფლება-მოვალეობების შესახებ. გაიაზროთ ის ვალდებულებები, რომელსაც იღებთ სესხის სანაცვლოდ და იცოდეთ რა რისკის წინაშე შეიძლება დადგეთ გადაუხდელობის შემთხვევაში. ამასთან, შეაფასეთ რამდენად სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გაქვთ. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ ფინანსურ სირთულეებს.
5. შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა – მოკლევადიანი სესხის აღებისას მარტივია განსაზღვროთ თუ რამდენად შეძლებთ თანხის გადახდას, მაგრამ გრძელვადიანი სესხის აღებისას რთულია განსაზღვროთ წლების შემდეგ, რამდენად მოახერხებთ თანხის გადახდას. სწორედ ამიტომ გრძელვადიანი სესხის გაცემისას მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა. ნებისმიერი ტიპის კრედიტის აღებისას, უმჯობესია შეაფასოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გამოითვალოთ ხარჯისა და შემოსავლის ოდენობა და თანხა ამის შემდეგ ისესხოთ. ფინანსური მდგომარეობის შეფასება საშუალებას მოგცემთ ზუსტად განსაზღვროთ ვალდებულებების დაფარვის შესაძლებლობა.
მოცემული რჩევების დახმარებით, თქვენ მარტივად შეძლებთ სესხის გონივრულად შერჩევას და დანახარჯების შემცირებას. წინასწარ გეცოდინებათ კრედიტის ყველა პირობა, როგორც ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე ყოველთვიური ხარჯის ოდენობა. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ და არ იცით რომელ კომპანიას მიმართოთ, სად ისარგებლებთ დაბალი საპროცენტო განაკვეთით, თქვენზე მორგებული პირობებითა და საუკეთესო სერვისით, გაეცანით Credy24.ge -ს. ვებგვერდზე მარტივად იპოვით ყველა იმ კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებლებში ნდობით სარგებლობს. ერთ სივრცეში გაეცნობით კრედიტორების შეთავაზებებს და მარტივად მიიღებთ საჭირო რაოდენობის სესხს.
კომენტარი