რას ნიშნავს მოგების გადასახადის ''ესტონური მოდელი''

ავტორი / 6 წლის წინ / 3 კომენტარი

საქართველომ 2015 წელს დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები მოგების გადასახადის ‘’ესტონური მოდელის’’ დასანერგად. მისი მიზანი ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე დადებითი გავლენის მოხდენა იყო. აღნიშნულ მოდელზე გადასვლას უნდა დაეჩქარებინა ეკონომიკური ზრდა, გაეუმჯობესებინა კომპანიების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. რას ნიშნავს მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რამ განაპირობა მისი წარმატება და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მის დანერგვას საქართველოში? 

‘’ესტონური მოდელი’’ ითვალისწინებს გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებას საგადასახადო ტვირთისგან. აღნიშნული მოდელის დანერგვის შემთხვევაში ბიზნესსუბიექტები გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრებიან თუ მოხდება მოგების გაცემა დივიდენტის სახით ან მოახდენენ მოგების ისეთ განაწილებს, რაც არ იქნება დაკავშირებული კომპანიის ბიზნესსაქმიანობასთან. ანუ, ესტონური მოდელით დაბეგვრა ხდება არა მოგების მიღებისთანავე, არამედ მისი განაწილებისას.

რამ განაპირობა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის წარმატება

ესტონეთში საგადასახადო რეფორმები 1995 წლიდან გაიწყო. რეფორმის მიხედვით, აღარ დაიბეგრებოდა გაუნაწილებელი მოგება. თავდაპირველად, ესტონეთში დაფიქსირდა მოგების გადასახადის მთლიანი მოცულობის კლება. თუმცა 2001 წლიდან ანუ რეფორმის განხორციელების შემდეგ, გაიზარდა მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების წილი. ესტონური მოდელის წარმატება განპირობებული იყო თანმიმდევრული, დროში გაწერილი მზადებით. აღნიშნული რეფორმა თითქმის 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 

ვინაიდან ესტონეთში მოგება იბეგრება განაწილებისას, აღარ ხდება დივიდენდების დამატებით დაბეგვრა. ამასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადების და განაწილებული მოგების განაკვეთები ერთნაირია. რისი მიზანიც გადამხდელების მხრიდან მოგების განაწილების ხელფასებად გაფორმების მცდელობის აღკვეთაა. ესტონური მოდელით, ზოგიერთი ტიპის ხარჯი იბეგრება მოგების გადასახადით, რაც ხარჯების გავლით მოგების დაფარულად განაწილების პრევენციაა. აღნიშნული კატეგორიები მოიცავს: 

  • ხარჯები, რომელიც არ არის დაკავშირებული კომპანიის ბიზნესსაქმიანობასთან; 
  • ხარჯები, რომელიც არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული; 
  • შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში გაცემული სესხები და ავანსები იურიდიული პირებისთვის. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ესტონური მოდელის შემოღება მომგებიანი იქნება. ვინაიდან, ფინანსური სექტორისთვის არ არის უცხო მოგების დათვლის პრობლემურობა. აღნიშნული მოდელი გაზრდის საგადასახადი ორგანოების მუშაობის წარმატებას. მივიღებთ შედარებით უფრო ეფექტური და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ საგადასახადო გარემოს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა