რა უნდა გაითვალისწინოთ საკრედიტო კომპანიის შერჩევისას

ავტორი / 7 წლის წინ / 4 კომენტარი

"სესხი 1000 ლარამდე, 5 წუთში, ცნობების გარეშე" - ასეთი შეთავაზებებითაა სავსე ქართული სარეკლამო სივრცე. კრედიტის აღებას გვთავაზობს ყველა ტიპის საკრედიტო კომპანია. იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სწრაფი სესხის გამცემი კომპანია თუ ბანკი. არც ისე მარტივია ისეთი კრედიტორის შერჩევა, რომელსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი და მაღალი ხარისხის მომსახურება აქვს. როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული კრედიტი და რა უნდა იცოდეთ, სანამ კონკრეტულ კომპანიას მიმართავთ სესხის მოთხოვნით?

საფინანსო სექტორში სხვადასხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტებია წარმოდგენილი. მათ შორისაა სესხები, საკრედიტო ბარათი, განვადება და სხვა. თითოეული მათგანი განსხვავებული საჭიროების დროს გამოიყენება. თუკი განვადების საშუალებით სასურველი ნივთის შეძენა მარტივად შეგიძლიათ, სესხის დახმარებით ნაღდი ფულის მიღების საშუალება გაქვთ.

საფინანსო კომპანიები სხვადასხვა ტიპის სესხის აღების შესაძლებლობას გაძლევთ: იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტო, სწრაფი სესხი და სხვა. სანამ თანხას ისესხებთ, ზუსტად უნდა იცოდეთ რომელი პროდუქტი გჭირდებათ, კრედიტს დიდი ხნის პერიოდით იღებთ თუ ხანმოკლე ვადით. თუკი ბინის შეძენას გეგმავთ ან ახალი ავტომობილის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოთ. გრძელვადიანი სესხის მისაღებად ეს ოპტიმალური არჩევანი იქნება. ხოლო თუ თანხა სასწრაფოდ დაგჭირდათ და არ გაქვთ იმის დრო, რომ მიხვიდეთ ფილიალში და გაიაროთ რიგი პროცედურები, მაშინ სწრაფი სესხის მომსახურება გაგიწევთ დახმარებას.

საბანკო პროდუქტების პირობები

ბანკებში შესაძლებელია, როგორც მცირე თანხის აღება, ასევე მრავალწლიანი კრედიტით სარგებლობა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ დაბალპროცენტიანი საკრედიტო პროდუქტი, რომელსაც ხელსაყრელი პირობები ექნება. გრძელვადიანი სესხის გაცემისას მოითხოვება უზრუნველყოფა ან თავდები. მაგალითად; თუ იპოთეკური სესხის აღებას გეგმავთ, დაგჭირდებათ უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ავტო სესხის შემთხვევაში კი მანქანაზე ვავრცელდება გირავნობა. ბანკები არაუზრუნველყოფილ კრედიტებსაც გასცემენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია და სტაბილური შემოსავალი. უზრუნველყოფილი სესხის აღებისას გაცილებით რისკიან გადაწყვეტილებას იღებთ, რადგან თუ თქვენ რამე მიზეზით ვერ შეძლებთ თანხის გადახდას, შესაძლოა ქონება დაკარგოთ.

საბანკო სესხის აღებისას თქვენ ხელშეკრულებას საკრედიტო ოფიცერთან აფორმებთ. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ  გაუგებარი საკითხები მასთან დააზუსტოთ. ბანკში სესხის ასაღებად მოითხოვება რიგი დოკუმენტები. ხშირად საჭიროა ფილიალში მისვლა და ლოდინი, რაც შესაძლოა მთელ დღეს გაგრძელდეს. ეს კი აფერხებს თანხის სწრაფად მიღებას. ონლაინ სესხი კი სწორედ სისწრაფითა და სიმარტივით გამოირჩევა.

ონლაინ კრედიტების პირობები

ონლაინ კრედიტის გამცემ კომპანიებში მოკლევადიანი სესხის აღება შეგიძლიათ. თანხის მისაღებად არ მოითხოვება თავდები ან გირაო. თუ სასწრაფოდ დაგჭირდათ ფული, არ გაქვთ იმის დრო, რომ მიმართოთ ბანკს, შეაგროვოთ საბუთები და ელოდოთ თანხის დარიცხვას, ამ შემთხვევაში სწრაფი სესხი საუკეთესო არჩევანია. კომპანიებში ერთ თვემდე ვადით შეგიძლიათ თანხის აღება. გაითვალისწინეთ, რომ ამ მომსახურებას შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ თუკი სესხს დროულად დაფარავთ, არ მოგიწევთ დიდი ხარჯის გაღება.

ონლაინ სესხი გამოირჩევა სისწრაფით. მის დასამტკიცებლად მხოლოდ 15 წუთია საკმარისი. საჭირო თანხა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ მიიღოთ. ამისათვის კი არ მოითხოვება საბუთების შეგროვება. ამ დადებით ფაქტორებთან ერთად, პროდუქტს მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს.

როგორ გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი

სესხის აღებისას პირველ რიგში განსაზღვრეთ, რა ვადით იღებთ თანხას და რა დროში შეძლებთ მის დაფარვას. თუკი კრედიტი მოკლე პერიოდით გჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ მას ერთ თვეში დაფარავთ, შეგიძლიათ ონლაინ კრედიტორებს მიმართოთ. ხოლო თუ ბინის ან მანქანის შეძენას აპირებთ და თანხა ხანგძლივი ვადით გჭირდებათ, მაშინ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართეთ.

საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნოთ კომპანიების პირობებს, გაიგოთ რამდენია საპროცენტო განაკვეთი და რა ხარჯი გექნებათ სესხის აღებისას. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, დაგაბნიათ ამდენმა შეთავაზებამ და არ იცით რომელ კომპანიას მიმართოთ, გაეცანით საქართველოში მოქმედი კომპანიების პირობებს ერთ სივრცეში, Credy24.ge-ზე და გააკეთეთ სწორი არჩევანი.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა