რა ფაქტორები განსაზღვრავს სამომხმარებლო სესხის პირობას

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

ფინანსური პრობლემის დროს ბევრი მომხმარებელი ავსებს სესხის განაცხადს. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი სამომხმარებლო სესხია, რადგან თანხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი პირადი მიზნის მისაღწევად. მათ შორის ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად, სამოგზაუროდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაახლებლად. სამომხმარებლო სესხი მოკლევადიანი ტიპის კრედიტია. საპროცენტო განაკვეთი საფინანსო ორგანიზაციებში განსხვავებულია. რა ფაქტორები განსაზღვრავს სამომხმარებლო სესხის პირობას და როგორ უნდა ისარგებლოთ ხელსაყრელი შეთავაზებით?

  • შემოსავლის ოდენობა – საფინანსო კომპანიები ყურადღებას აქცევენ მომხმარებლის შემოსავლის ოდენობას. თითოეული კრედიტორი ინდივიდუალურად განსაზღვრავს ხელფასის მინიმუმს, რაც საჭიროა სესხის დასამტკიცებლად. ეს კი ძირითადად დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, დასაქმების ტიპი – კლიენტი თვითდასაქმებულია თუ დაქირავებული, რა ვადით არის დასაქმებული და სხვა.
  • დამსაქმებელი კომპანია – კრედიტორები ითვალისწინებენ იმას თუ რამდენად სტაბილური დამსაქმებელია ის კომპანია, სადაც მომხმარებელია დასაქმებული. ამასთან, ზოგიერთ კომპანიას სპეციალური შეთავაზებები აქვს თანამშრომლებისთვის, რაც გულისხმობს საფინანსო პროდუქტით სარგებლობას გაუმჯობესებული პირობით.
  • საკრედიტო ისტორია – საკრედიტო ისტორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს კრედიტის პირობას. კომპანიები ეცნობიან მომხმარებლის საკრედიტო რეპორტს – რომელი კომპანიიდან ჰქონდა სესხი აღებული კლიენტს, რა ვალუტაში, დროულად იხდიდა თუ არა ვალდებულებას. საკრედიტო ორგანიზაციები სწორედ რეპორტის საშუალებით განსაზღვრავენ რისკებს. თუ მომხმარებელი თანხას დაგვიანებით ფარავდა და მისი საკრედიტო ისტორია უარყოფითია, იმის შანსი რომ მან მომავალშიც ვერ დაფაროს სესხი მაღალია, ხოლო თუ ის კრედიტის თანხას დროულად იხდიდა, მაშინ მისი რეიტინგი მაღალია და გადაუხდელობის შანსი მინიმალურია. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რეიტინგი, საპროცენტო განაკვეთი იკლებს, ხოლო დაბალი რეიტინგის შემთხვევაში იმატებს.

როგორ ავიღოთ ჩვენზე მორგებული სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხის აღება ბევრ კომპანიაშია შესაძლებელი. მათი პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. საპროცენტო განაკვეთი, სესხის დაფარვის პერიოდი, თანხის ოდენობა – თითოეულ მათგანს სხვადასხვა შეთავაზება აქვს. თქვენზე მორგებული სესხის შერჩევა დროს მოითხოვს. კომპანიაში ვიზიტი, დოკუმენტების მიტანა და ლოდინი. დღეს უკვე მარტივად შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ მსგავსი ფორმელობების გავლა, რადგან საშუალება გაქვთ ონლაინ რეჟიმში შეავსოთ სესხის განაცხადი და საჭირო თანხა პირდაპირ ანგარიშზე მიიღოთ.

პრობლემას არც სესხის შერჩევა წარმოადგენს, რადგან ჩვენს ვებგვერდზე ერთად არის თავმოყრილი სასარგებლო ინფორმაცია სესხების შესახებ. თქვენ მარტივად შეძლებთ სხვადასხვა შეთავაზებების ერთმანეთთან შედარებას და საუკეთესო საკრედიტო პროდუქტის შერჩევას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა