''ონლაინ შოპინგი“ – დაზოგილი თანხა თუ ზედმეტი ხარჯი

ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარი

„ინტერნეტში ისეთი ფეხსაცმელი ვნახე, რომ არ მეყიდა არ შემეძლო. არადა გვიან გავაცნობიერე, რომ ახლა ამის საშუალება არ მქონდა.“ - ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები. მართლაც, ადამიანები ხშირად ვყიდულობთ ისეთ ნივთებს, რაც შესაძლოა სულაც არ გვჭირდებოდეს ან იმ დროისთვის არ გვქონდეს ამის თანხა, მაგრამ სურვილი იმისა, რომ შევიძინოთ ახალი ნივთი იმდენად დიდია, რომ სხვა პირობებს ნაკლებად ვაკვირდებით. ხშირად, სამომხმარებლო სურვილებს ფინანსურ შესაძლებლობებზე წინ ვაყენებთ და ვიღებთ სესხს.

ბოლო პერიოდში, „ონლაინ შოპინგი“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ზოგისთვის კი ეს ახალი სენიც კია. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ონლაინ შოპინგი“ მოსახერხებელია და ადგილობრივ ბაზართან შედარებით ფასი დაბალია.

თანამედროვე სამყაროში, სადაც თითოეულ წუთი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოპულარული ხდება სერვისები, რომლებიც კლიენტის დროს ზოგავს. მომხმარებელთა უმრავლესობას კვირაში ისედაც მხოლოდ 1-2 დღე აქვს თავისუფალი და ხშირად შაბათ-კვირასაც საოჯახო საქმეებს უთმობს. ონლაინ შოპინგის საშუალებით დროის ნაკლებობის პრობლემის მოგვარება მარტივია. ყველა საჭირო ნივთის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით. სწორედ ამიტომ, ონლაინ მაღაზიებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს.

რა უპირატესობები აქვს „ონლაინ შოპინგს“

  • დროის დაზოგვა – თქვენ არ გჭირდებათ დაელოდოთ შაბათ-კვირას ან სამუშაო საათების დასრულებას, რათა მაღაზიაში წახვიდეთ. სასურველი ნივთის ყიდვა სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან შეგიძლიათ. 
  • დაბალი ფასი – ინტერნეტ მაღაზიები ნაკლებ რესურს ხარჯავენ და ფასი შედარებით დაბალია. ამასთან, ხშირად აქვთ ფასდაკლება, რაც დამატებითი უპირატესობაა დაბალ ფასში შეიძინოთ სასურველი ნივთი. 
  • მოსახერხებელი ანგარიშსწორება – ბარათით გადახდა განსაკუთრებით მოსახერხებელია. შეგიძლიათ აირჩიოთ საკრედიტო ბარათი, Visa ან Master Card. თუ თქვენ შედარებით დაბალი კლასის ბარათი გაქვთ, როგორიცაა Visa Electron-ი, შესაძლოა ვერ შეძლოთ ანგარიშსწორება, რადგან ონლაინ მაღაზიების უმეტესობა ამ ბარათს არ იღებს. თუ ბარათზე საჭირო თანხა არ გაქვთ, მარტივად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიების ვებგვერდს აიღოთ სესხი ონლაინ რეჟიმში
  • მიტანის სერვისი – ბევრ მაღაზიას აქვს მიტანის სერვისი, რაც იმას გულისხმობს რომ შეძენილ ნივთს სახლში ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას მოგიტანენ. შესაბამისად, ნივთის წამოსაღებად მისვლა თქვენ არ მოგიწევთ.

მომხმარებელთა ნაწილს „ინტერნეტ შოპინგი“ აშინებს. მათ არ სურთ საკუთარი ბარათის მონაცემების დატოვება ვებგვერდზე, რადგან მიიჩნევენ, რომ არსებობს თაღლითობის რისკი. გახსოვდეთ, თუ უსაფრთხოების ნორმებს დაიცავთ პრობლემა ნაკლებად შეგექმნებათ.

რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხო „შოპინგისთვის“

  • ისარგებლეთ იმ ონლაინ მაღაზიებით, რომლებიც ცნობადია და დადებითი რეპუტაცია აქვთ. ვებგვერდზე მოცემული უნდა იყოს მომსახურების პირობები, გაეცანით მას. წაიკითხეთ მომხმარებლების შეფასება და გაიგეთ მათი აზრი კონკრეტული ბრენდის შესახებ. 
  • უმჯობესია, იმ ვალუტაში განათავსოთ თანხა ბარათზე, რა ვალუტაშიც ანგარიშსწორებას გეგმავთ. ასე მარტივად დაზოგავთ თანხას, რომელიც შესაძლოა რომ კურსთაშორისმა სხვაობამ მოგცეთ. 
  • დააზღვიეთ პლასტიკური ბარათი. ბევრ საკრედიტო ბარათს დაზღვევა ავტომატურად მოყვება, თუმცა თუ სადებეტო ბარათით ახდენთ ანგარიშსწორებას, უმჯობესია ის დაზღვეული გქონდეთ. არალეგალური ოპერაციის შემთხვევაში, ბანკი ვალდებული იქნება აგინაზღაუროთ ზიანი.

თუ პლასტიკური ბარათიდან ჩამოგეჭრათ თანხა, რომლის შესაბამისი პროდუქტი არ შეგიძენიათ დაბლოკეთ ბარათი და გასარკვევად მიმართეთ ბანკს.

ნუ იფიქრებთ ბევრს იყიდოთ თუ არა სასურველი ნივთი. აქციეთ სურვილები რეალობად! თუ თანხა არ გაქვთ, შეავსეთ სესხის ონლაინ განაცხადი ჩვენს ვებგვერდზე და მიიღეთ საჭირო ფინანსები მარტივად, მხოლოდ 15 წუთში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა