იდეები 8 მარტისთვის – მოემზადე განსაკუთრებულად

ავტორი / 7 წლის წინ / 3 კომენტარი

უამრავი საჩუქარი, ყვავილები, დადებითი ემოცია და გახალისებული ხალხი - დიახ, ეს 8 მარტია – ქალთა საერთაშორისო დღე. ამ დროს ქალაქს განსაკუთრებით ეტყობა გაზაფხულის დადგომა. ქუჩები ყვავილების სასიამოვნო სურნელით არის გაჟღენთილი. ირგვლივ პოზიტიური განწყობა და ბევრი ღიმილია, რაც კიდევ უფრო ამაღლებს სადღესასწაულო განწყობას.

გაზაფხული ყველას განსაკუთრებულად უყვარს. ამ სეზონის მოსვლასთან ერთად, ადამიანებიც ლამაზდებიან, განწყობა ამაღლებული აქვთ და თავს ბედნიერად გრძნობენ. გაზაფხული დღესასწაულებითაც გვანებივრებს: დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე. ჩვენ ყველა ვარჩევთ საჩუქრებს, ვყიდულობთ ყვავილებს, რათა დღესასწაულები  დაუვიწყარი გავხადოთ საყვარელი ადამიანისთვის.

8 მარტის დღისთვის შეთავაზებები გაზაფხულის დადგომისთანავე ჩნდება. კომპანიებს განსაკუთრებული ფასდაკლებები აქვთ. ყველა ცდილობს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოს მისთვის ძვირფას ადამიანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა დღესასწაულია 8 მარტი, რას აღვნიშნავთ და რატომ ვულოცავთ ქალებს ამ დღეს.

ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 1857 წლის 8 მარტს, ნიუ-იორკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ სამკერვალო ქარხნებში მომუშავე ქალები, რომლებიც მცირე ხელფასს და გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. წლების შემდეგ ქალებს მიეცათ ხმის მიცემის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის უფლება და მიენიჭათ თანაბარი უფლებები მამაკაცების მსგავსად. 1911 წელს ეს დღე პირველად აღინიშნა დანიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

როგორ შევარჩიოთ საჩუქარი 8 მარტისთვის

საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა არც ისე მარტივია. უნდა გაითვალისწინოთ ადრესატის გემოვნება, ხასიათი, ასაკი, ინტერესი. ყვავილების თაიგულის ან ტკბილეულის ჩუქება სასიამოვნო იქნება ყველა შემთხვევაში, თუმცა სასურველი იქნება ყვავილებს თან ახლდეს მეორე საჩუქარიც.

სასაჩუქრე ვაუჩერი – სილამაზის სალონის ან გამაჯანსაღებელი ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერი განსაკუთრებით გაახარებს ყველა ქალს. შეგიძლიათ მას საყვარელი მაღაზიის ვაუჩერი აჩუქოთ.

სუნამო, პარფიუმერია – თუ სუნამოს ან პარფიუმერიის ჩუქებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ მისი გემოვნება. სასურველია იცოდეთ, თუ როგორ არომატს ანიჭებს უპირატესობას.

აქსესუარი, სამკაული – ასეთი საჩუქრის შერჩევისას, უმჯობესია გაითვალისწინოთ ადრესატის გემოვნება. იცოდეთ რომელ სამკაულებს ან აქსესუარს ატარებს. საჩუქარიც ამის მიხედვით შეარჩიეთ.

ავიაბილეთი – თუ საყვარელი ქალი მოგზაურობაზე ოცნებობს, ავიაბილეთი დაუვიწყარი საჩუქარი იქნება. შეგიძლიათ კონცერტიც წინასწარ შეარჩიოთ და შთამბეჭდავი მოგზაურობა დაგეგმოთ.

8 მარტისთვის სხვა უამრავი დასამახსოვრებელი სიურპრიზი შეგიძლიათ მოიფიქროთ. დაფიქრდით რა გაუხარდება საყვარელ ადამიანს და ეს დღე ისე დაგეგმეთ.

8 მარტი და ფინანსები

8 მარტო საუკეთესო დროა იმისათვის, რომ გამოხატოთ თქვენი პატივისცემა საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას. შეარჩიეთ ორიგინალური საჩუქარი და აჩუქეთ მას დაუვიწყარი დღე.

თუ ფინანსები არ გყოფნით, გახსოვდეთ, რომ Credy24 თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორია, რომელიც გეხმარებათ უმოკლეს დროში, მარტივად აიღოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სესხი. შეავსეთ განაცხადი სახლიდან გაუსვლელად, დღის ნებისმიერ დროს და მარტივად მოაგვარეთ ფინანსური პრობლემა. ვებგვერდზე ერთად არის წარმოდგენილი საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა სანდო კომპანია. თქვენ ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაეცნოთ მათ შეთავაზებებს, შეადაროთ პირობები ერთმანეთს და მარტივად აიღოთ საჭირო თანხა. დაგეგმეთ 8 მარტის დღე თამამად და გახსოვდეთ, რომ Credy24-ის დახმარებით, ფინანსური პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა