აგრო სესხი - სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განსავითარებლად
ავტორი / 6 წლის წინ / 48 კომენტარითანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, აქტიურად ვითარდება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი. აგრო სექტორით დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი საქმიანობა. ამისათვის მათ ხშირად სჭირდებათ დამატებითი ფულადი სახსრები. თუკი თქვენც ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებით და არ იცით როგორ მოიპოვოთ დაფინანსება, აგრო სესხი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. რას ნიშნავს აგრო სესხი, რისთვის შეგიძლიათ თანხის აღება და ვისთვის არის პროდუქტი განკუთვნილი?
აგრო სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. პროდუქტი შექმნილია აგრო ბიზნესში მოღვაწე მომხმარებელთა კომფორტისთვის, რათა მათ მარტივად დაიფინანსონ სამეურნეო ან სამომხმარებლო საჭიროება და ამასთან, შეძლონ ვალდებულების გადახდა.
აგრო სესხის აღება სხვადასხვა მიზნობრიობით შეგიძლიათ. თუ გსურთ მოსავლის მოყვანა, სათბურის აშენება, ინფრასტრუქტურის გამართვა, სპეციალური ტექნიკის შეძენა და გჭირდებათ თანხა, დახმარებისთვის აგრო სესხს შეგიძლიათ მიმართოთ. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც დაკავებულია აგრობიზნესით, სურს მისი დაწყება, გაფართოვება. თანხის მისაღებად კომპანიების ნაწილი ითხოვს კარგად მომზადებულ ბიზნეს გეგმას, სადაც გამოჩნდება საჭირო ხარჯების ოდენობა და დასაბუთებული იქნება მისი საჭიროება. კომპანიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად იცოდნენ რისთვის გჭირდებათ თანხის აღება, ამის მიხედვით ისინი ადგენენ გადახდის გრაფიკს, საშეღავათო პერიოდსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
როგორ უნდა აიღოთ აგრო სესხი
აგრო სესხის აღება მარტივია. საფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობას ვებგვერდზე წარმოდგენილი აქვს კრედიტის ონლაინ განაცხადი, რაც იმას ნიშნავს რომ განაცხადის შესავსებად აღარ გჭირდებათ კომპანიაში ვიზიტი. მას შემდეგ, რაც შეავსებთ აპლიკაციას, კომპანიის წარმომადგენელი უმოკლეს დროში თავად დაგიკავშირდებათ. როგორც წესი, თანხის მისაღებად არ მოითხოვება თავდები, თუმცა კომპანიები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, რაც დამოკიდებულია თანხის მოცულობასა და ბიზნესის არსებულ მდგომარეობაზე. თუკი თქვენ ახლა აპირებთ აგრო ბიზნესის წამოწყებას, გაეცანით Start Up პროგრამებს. შესაძლოა დაფინანსება სესხის აღების გარეშე მოიპოვოთ.
საკრედიტო სექტორი ინდივიდუალურად ადგენს სესხის ოდენობას. გამომდინარე იქიდან თუ რა ოდენობის თანხა გჭირდებათ, რა მიზნისთვის და რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი. ასევე ინდივიდუალურია სესხის დამტკიცების დროც. რაც უფრო მეტია მოთხოვნილი თანხის ოდენობა, მით მეტი დროა საჭირო სესხის გაცემისას, რადგან საკრედიტო ოფიცერი ამ შემთხვევაში აკეთებს დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას კრედიტის დამტკიცებაზე. რისკების თავიდან ასარიდებლად უმჯობესია ისარგებლოთ მოსავლის დაზღვევით, რათა ზარალის შემთხვევაში აინაზღაუროთ როგორც სესხის, ასევე მოსავლის თანხა.
კომენტარი