სესხები 20 წლიდან
ონლაინ სესხები პოპულარული არამარტო საქართველოში, არამედ უამრავ ევროპულ ქვეყანაშია. მომსახურება დღესდღეობით ყველაზე ტრენდულად ითვლება, ამიტომ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელსაც ყველა ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემორჩილება. კომპანიები შიდა რეგულაციებსაც აწესებენ, რომელიც ინდივიდუალურადაა შედგენილი.
ისმის კითხვა, თუ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ონლაინ სესხების გაცემა. აღნიშნულზე პასუხი სხვადასხვანაირია. კომპანიების ნაწილი ფიქრობს, რომ სესხის გაცემა 18 წლიდან უნდა მოხდეს (როდესაც პირი სრულწლოვანი გახდება, უნდა ისარგებლოს საბანკო სფეროს ყველანაირი მომსახურებით), ნაწილს კი მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ასაკობრივი ზღვარი, რადგან კრედიტის დამტკიცება მცირე ასაკის პირზე დიდ რისკს წარამოადგენს. ამიტომ, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდ ნაწილში სესხის აღება 20 წლიდან ხდება.
ონლაინ სესხები 20 წლიდან - რატომაა მომსახურება ტრენდული?
ონლაინ სესხები 20 წლიდან რამდენიმე მიზეზის გამოა პოპულარული:
- კომფორტული გარემოს შექმნა - მომხმარებელს საშუალება აქვს სესხი ბანკში მიუსვლელად, სახლის პირობებში, ონლაინ პლატფორმის დახმარებით აიღოს.
- სისწრაფეზე ორიენტირებულობა -მომსახურებით სარგებლობა მცირე დროში შეგიძლიათ. თუ თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფოდ თანხა, საშუალება გაქვთ სულ რაღაც 15 წუთში, სასურველი რაოდენობით მიიღოთ.
- სიმარტივე (ონლაინ სესხების აღებისას არაა საჭირო უამრავი დოკუმენტაციის შეგროვება, თავდების ყოლა ან ქონებით უზრუნველყოფა. სწრაფი სესხები 20 წლიდან მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად გაიცემა.
კრედიტორი | რეიტინგი | წლიური ეფექტური % | სესხის თანხა | სესხის ვადა | |
---|---|---|---|---|---|
არაფერი მოიძებნა. |
როგორ ვისარგებლოთ ონლაინ სესხებით 20 წლიდან
ონლაინ სესხები 20 წლიდან ყველა იმ პირს შეუძლია აიღოს, ვისაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვს. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, ასევე საბანკო რეკვიზიტების ქონა, რადგან ონლაინ სესხით სარგებლობისას თანხის განაღდება ხელზე არ ხდება. ფული თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე აისახება. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას მსესხებელს დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში SMS სახით ეცნობება, ამიტომ საჭიროა იმ ტელეფონის ნომრის ან ელ-ფოსტის მითითება, რომელიც მოქმედია და აქტიურად იყენებთ.
ონლაინ სესხები 20 წლიდან ხელსაყრელი საფინანსო მომსახურებაა. ფაქტობრივად ეს არის მომხმარებლის დამატებითი საფულე, სადაც თანხა მუდმივადაა და რომლის გააქტიურებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუკი ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, დღეს უკვე საშუალება გაქვთ თანხა 3000 ლარამდე მიიღოთ. სწრაფი სესხები 20 წლიდან დროის ნებისმიერ მონაკვეთში გაიცემა. მომსახურება 24 საათიანია.
მიუხედავად უამრავი დადებითი მხარისა, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელიც მომსახურებით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ. გახსოვდეთ, რომ თითოეული საბანკო პროდუქტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე და შესაბამის სეგმენტზეა გათვლილი. ამიტომ, სესხის აღებამდე, გადახედეთ ყველა იმ კომპანიის მომსახურებას, რომლებიც საქართველოს საბანკო ბაზარზე არიან დამკვიდრებულნი. გაეცანით ხელშეკრულებას, რათა თქვენი სასესხო ვალდებულებები კარგად გქონდეთ გააზრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რიგი გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომ, სანამ კრედიტის აღებას გადაწყვეტთ დაფიქრდით, შეგწევთ თუ არა უნარი სესხის გადახდისა. კარგად განსაზღვრეთ საპროცენტო განაკვეთი, შეარჩიეთ თქვენს თავზე მორგებული სესხი. თუ გაუთვალისწინებელი ხარჯები გაგიჩნდებათ, დაფიქრდით მოახერხებთ თუ არა თვის ბოლოს სესხის დაფარვას, გახსოვდეთ ვადაგადაცილებებზე ჯარიმები დაგეკისრებათ, ეს კი საკრედიტო ისტორიის გაფუჭების გარანტიაა. კარგად დაგეგმეთ ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლეთ მომსახურებით. თუკი თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ნიუანსს გაითვალისწინებთ და მიხვდებით, რომ არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს, მაშინ გილოცავთ, თქვენ საშუალება გაქვთ ონლაინ სესხებით თამამად ისარგებლოთ. აიღეთ სწრაფი სესხები 20 წლიდან და გამოიყენეთ მიღებული თანხა ნაყოფიერად!
კომენტარი