ონლაინ სესხები - მოქნილი და სწრაფი სერვისი

თანამედროვე სამყაროში ცხოვრების რიტმი აჩქარებულია. გადატვირთული რეჟიმის გამო ისეთი სერვისებით სარგებლობა გვირჩევნია, რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს. სწრაფი ონლაინ სესხები სწორედ თანამედროვე მომხმარებლებზე მორგებული მომსახურებაა, რომელიც კლიენტს საჭირო თანხის ონლაინ რეჟიმში მიღებაში ეხმარება. სესხის აღება მარტივად ხდება, ამისათვის საკმარისია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობიდან სესხის განაცხადის შევსება.

ონლაინ სესხები მარტივად ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. ცნობების შეგროვება, რიგში დგომა და საბანკო ამონაწერების წარდგენა უკვე აღარ არის საჭირო. განაცხადის შევსება და თანხის მიღება მობილურის საშუალებითაც კი შეიძლება, სადაც არ უნდა იყოთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია და თანხა ანგარიშზე მიიღოთ.

ონლაინ სესხები საბანკო სესხებთან შედარებით მოქნილი სერვისია. ბანკში კრედიტის აღება დროსთან არის დაკავშირებული. ცნობები, ამონაწერები, თავდებობა, უზრუნველყოფა - ეს ყველაფერი ხანგძლივ პროცედურასთან ასოცირდება. ონლაინ სესხი კი საშუალებას გვაძლევს თანხა უფრო მარტივად მივიღოთ. ამასთან, სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები პირველ სესხს ხშირ შემთხვევაში უპროცენტოდ გვთავაზობენ. მომხმარებელს არ აქვს ხარჯი. იხდის მხოლოდ იმ თანხას, რასაც თავდაპირველად იღებს კომპანიისგან.

50 ლარი 1500 ლარი
სესხის ვადა: 30დღე
სესხის თანხა:
კრედიტორი რეიტინგი წლიური ეფექტური % სესხის თანხა სესხის ვადა
TBC Bank(არ არის მითითებული)100 - 1000 ლარი3 თვე - 3წელი
მიიღე თანხა

როგორ შევარჩიოთ online სესხები

online სესხები მრავლად არის წარმოდგენილი ბაზარზე. საუკეთესო პირობის შერჩევა არც ისე მარტივია, რადგან თითოეულ მათგანს განსაკუთრებული პირობა აქვს, რომელიც მომხმარებელს იზიდავს. როგორ უნდა გავარკვიოთ რეალური პირობა და ავარჩიოთ ისეთი კომპანია, სადაც ნაკლები დანახარჯის გაღება მოგვიწევს?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი ონლაინ სესხები მოკლევადიანი პერიოდით უნდა აიღოთ. ხოლო სანამ თანხას ისესხებთ, გადაამოწმეთ სხვადასხვა ფაქტორები

ნებისმიერი სახის კრედიტის აღებისას, თქვენ ეთანხმებით პირობებს. სწრაფი სესხის შემთხვევაში კი ინტერნეტით აკეთებთ დასტურს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებას გაეცანით და ეთანხმებით. სანამ დაეთანხმებით პირობას, კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება, რათა იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები.

გაიგეთ კომპანიის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. იგი ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს. მათ შორის სანქციებს გადაუხდელობის შემთხვევაში. ფინანსური ხარჯების ცოდნა საშუალებას მოგცემთ ზუსტად განსაზღვროთ რამდენად შეძლებთ თანხის დაფარვას.

შეარჩიეთ კომპანია, რომელიც ნდობით სარგებლობს და მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ როგორი შეფასება აქვს კრედიტორს, რამდენად კმაყოფილები არიან მომხმარებლები მომსახურებით.

სესხის განაცხადის შევსებამდე დააკვირდით კომპანიის ვებგვერდს, იყენებს თუ არა ის https-ს. აღნიშნული მაღალ დაცულობაზე მიუთითებს.

ჯარიმის რაოდენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სესხის აღებისას უნდა იცოდეთ. ყოველთვის არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როდესაც შესაძლოა თანხის გადახდა ვერ შეძლოთ. სწორედ ამიტომ, საჭიროა ზუსტად გაიგოთ თუ რამდენი აქვს ჯარიმა კომპანიას თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ თითოეული დეტალი სესხის შერჩევისას. დეტალების ცოდნა დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. 

კომენტარი

Datuna : 6 წლის წინ

Kargia

levan : 6 წლის წინ

kargia

გიორგი : 6 წლის წინ

kargia

levani : 6 წლის წინ

didi madloba cinascar

cira : 6 წლის წინ

kargia

eka : 6 წლის წინ

magaria