მიკროსესხები - თანხა ინტერნეტით ნებისმიერ დროს

მიკრო სესხები მოკლევადიანი პერიოდით გაიცემა. ამ მომსახურებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები და სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები გვთავაზობენ. მიკრო სესხის აღება მარტივია. არ მოითხოვება თავდები, გირაო ან ქონებით უზრუნველყოფა. სესხის გაცემა ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ხდება, თანხის აღება ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სესხის მიღების დრო მცირე, დაახლოებით 15 წუთია.

მიკრო სესხი განსაკუთრებით მოსახერხებელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისას. ყოველდღიურ რეალობაში ხშირად ვდგებით მოულოდნელი პრობლემების წინაშე, როცა სასწრაფოდ გვჭირდება თანხა. ასეთ დროს მიკროსესხი კარგი გამოსავალია. არ გჭირდება რიგი ცნობები, სამუშაო საათებში კომპანიაში მისვლა ან დამატებითი დოკუმენტების შეგროვება, რითაც დაზოგავთ დროს და ისარგებლებთ კომფორტული მომსახურებით. 

50 ლარი 50000 ლარი
1დღე 4 წელი
სესხის ვადა: 30დღე
სესხის თანხა:
კრედიტორი რეიტინგი წლიური ეფექტური % სესხის თანხა სესხის ვადა
TBC Bank(არ არის მითითებული)100 - 50000 ლარიმორგებული
მიიღე თანხა

ვისთვის არის განკუთვნილი მიკრო სესხი

მიკრო სესხი ძირითადად 20-21 წლიდან გაიცემა და მომხმარებლის ზედა ასაკობრივი ზღვარი საპენსიო ასაკია. თანხის რაოდენობა მცირეა, საშუალოდ  50-დან 700 ლარამდე მერყეობს. დაფარვის ვადა კი ერთ თვემდეა. ლოიალური კლიენტებისთვის ხშირად სესხის ლიმიტი იზრდება და მათზე დამატებითი შეღავათები ვრცელდება. ფასდაკლებებითა და საპროცენტო განაკვეთის დაკლებით ხშირად სარგებლობენ კომპანიის ერთგული კლიენტები..

მიკრო სესხები გამოირჩევა გადავადების შესაძლებლობით. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა გაქვთ და არ შეგიძლიათ თანხის დროულად დაბრუნება არც ეს წარმოადგენს პრობლემას. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადების მომსახურებით და მოგვიანებით დაფაროთ სესხი. ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ უპროცენტოდ ვეღარ სარგებლობთ და გადავადებაში დამატებითი საკომისიოს გადახდა მოგიწევთ. ეს დამატებითი ხარჯია, რითაც არ იფარება სესხის ძირი თანხა. 

მცირე სესხი ეფექტური ფინანსური დამხმარეა, თუმცა სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ გაითვალისწინეთ პირობები, გაეცანით აქ ან კრედიტორის ვებგვერდზე.

  • ხელშეკრულება სესხის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მნიშვნელობა არ აქვთ კრედიტს ონლაინ იღებთ თუ საფინანსო კომპანიაში, თქვენ მაინც ეთანხმებით ხელშეკრულების პუნქტებს. სწორედ ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წაიკითხოთ და გაიგოთ თუ რას მოითხოვს კომპანია თქვენგან. რისი უფლება გაქვთ და რა მოგეთხოვებათ. ხელშეკრულების ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელობას და წინასწარ, ზუსტად გეცოდინებათ მოსალოდნელი პროცედურების შესახებ.
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი მოიცავს ყველა შესაძლო ხარჯს, რაც შეიძლება რომ გქონდეთ. ხშირად კომპანიები მხოლოდ ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთის შესახებ გვამცნობენ და ჩვენთვის უცნობია წლიური პროცენტი. ეს იმის გამო ხდება, რომ მიკრო კრედიტი ერთ თვემდე ვადით გაიცემა და მისი გადახდა ამ დროში უნდა მოხდეს. სესხის აღებისას გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის სესხის გადახდა მოკლე დროში უნდა შეძლოთ, რადგან დიდი ხნით აღების შემთხვევაში მას მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს.
  • საკომისიოსა და ჯარიმის რაოდენობის ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ გათვალოთ და იცოდეთ, რომ თუ თანხის გადახდას ვერ შეძლებთ ზუსტ დროში, მოგიწევთ საკომისიოს გადახდა. დააზუსტეთ ჯარიმის რაოდენობა კომპანიაში, რათა წინასწარ გაითვალისწინოთ შესაძლო ხარჯები.

გაიგეთ მიკროსესხის თითოეული დეტალი წინასწარ, რათა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ყველა პირობა და შეძლოთ ისეთი კომპანიის შერჩევა, სადაც უკეთესი, თქვენზე მორგებული პირობაა. 

დაზოგე ხარჯები, აირჩიე უკეთესი

საუკეთესო პირობის მიკრო კრედიტის არჩევა დაგეხმარებათ ფინანსების დაზოგვაში. შეძლებთ პირველი სესხი 0%-ში აიღოთ და გადაიხადოთ მხოლოდ ის თანხა, რაც კომპანიისგან თავიდან ისესხეთ. თუ უკვე კომპანიის არსებული მომხმარებელი ხართ, საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ლოიალობის პროგრამებში და მეტი უპირატესობით ისარგებლოთ. კლებადი საპროცენტო განაკვეთი, ფასდაკლებები და აქციები ის შეღავათებია, რითიც ლოიალური მომხმარებლები სარგებლობენ.

საუკეთესო არჩევანის გაკეთება უკვე ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ. კრედი24 გეხმარებათ შეადაროთ უამრავი შეთავაზება ერთმანეთს და შეარჩიოთ სასურველი. ჩვენი პარტნიორები სანდო და გამოცდილი კომპანიები არიან, რომლებიც ნდობით სარგებლობენ, მომხმარებელთა მხრიდან დადებითი შეფასება აქვთ და მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. დაზოგეთ ხარჯები ჩვენი დახმარებით და აირჩიეთ უკეთესი პირობა. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა