ცენტრალი

Central
კვალიფიციური რეიტინგი: 4
ეწვიე საიტს

ცენტრალი  უკვე 35 წელია ფინანსურ სექტორში ოპერირების. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პროფესიონალთა ჯგუფის მიერ არის დაარსებული.  საუკეთესო ფინანსური პროდუქტები, ხარისხიანი მომსახურება - სწორედ აღნიშნული პირობით გამოირჩევა კომპანია. 

ცენტრალი გთავაზობთ შემდეგ საფინანსო პროდუქტებს:

  • ავტო ლომბარდი;
  • ავტო სესხი;
  • იპოთეკური სესხი. 

ავტო სესხის აღება მარტივად, მხოლოდ 1 საათში შეგიძლიათ.  ეწვიეთ ცენტრალის ვებგვერდს, შეავსეთ განაცხადი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული გრაფიკითა და საუკეთესო პირობებით. ავტო სესხი მანქანის ტარების უფლებით, გადაფორმების გარეშე გაიცემა. ამასთნ, საჩუქრად იღებთ დაზღვევას. კომპანია დაბალი საპროცენტო განაკვეთს და მაღალ შეფასებას გთავაზობთ. 

თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გჭირდებათ თანხა,  ცენტრალი გთავაზობთ ავტო ლომბარდს ახალი ან მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით, თანაც ავტომობილის მართვის უფლებით. მიიღეთ თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით, ხელსაყრელი პირობებით და თქვენზე მორგებული გრაფიკით. 

განაცხადის შევსებისას აირჩიეთ ავტო ლომბარდი და შემდგომ შეავსეთ ყველა ველი. პასუხს სულ რაღაც 15 წუთში სმს-ის სახით მიიღებთ ან დაგიკავშირდებათ საკრედიტო ექსპერტი. 

როგორ უნდა აიღოთ სესხი ცენტრალში?

  • ავსებთ განაცხადს;
  • კომპანია აფასებს თქვენს ავტომობილს;
  • იღებთ მოთხოვნილ თანხას.

შეავსე განაცხადი და მიიღე central kredit შენზე მორგებული პირობით.

რა უპირატესობებით გამოირჩევა ცენტრალი?

თანხას იღებთ ავტომობილის ტარების უფლებით, არ გჭირდებათ გადაფორმება, სარგებლობთ მაღალი შეფასებით, საჩუქრად იღებთ დაზღვევას. 

ცენტრალის მისიაა:

  • ფინანსური დახმარების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო, კომერციულ, სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის ზრდას;
  • ხელი შეუწყოს ხალხის კეთილდღეობას, გარდაქმნას ისინი საკუთარ თავში დაწრმუნებულ, ეკონომიკურად დამოუკიდებელ, სამართლიან და შრომისმოყვარე საზოგადოებად;
  • განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს მათი ფინანსური რესურსების ეფექტურად მართვას. ეს კი აამღლებს ცხოვრების სტანდარტებს;
  • განავითაროს საზოგადოების კეთილდღეობა სანდო, საფინანსო ორგანიზაციების ხელშეწყობით;
  • საზოგადოებას მიაწოდოს უფრო ხარისხიანი და ინოვაციური ფინანსური თუ არა ფინანსური სერვისები.

კომენტარი

elene : 7 წლის წინ

minda sesxebis gaertianeba

nikoloz : 7 წლის წინ

kargia