გრძელვადიანი სესხები - მიიღეთ თქვენთვის სასურველი თანხა Credy24-ის დახმარებით

გრძელვადიანი სესხები ქონების უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, მაგრამ თანხის მოცულობიდან გამომდინარე კრედიტორმა შეიძლება მოგთხოვოთ გირავნობა ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.გრძელვადიან სესხებს მიეკუთვნება სამომხმარებლო სესხი, რომელიც არამიზნობრივი კრედიტია. თანხის აღება ნებისმიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ. მოგზაურობა, ტექნიკის ყიდვა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება თუ უბრალოდ პირადი საჭიროებები – მომსახურება ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ. 

სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გიწევთ უძრავი თუ მოძრავი ქონების დატვირთვა. თანხის მისაღებად არ მოითხოვება თავდები. შესაბამისად, არ გჭირდებათ მეგობრისა თუ ახლობელი ადამიანის შეწუხება, რომ თავდებობა გააფორმოთ. უზრუნველყოფის გარეშე გაცემული სესხები მეტად უსაფრთხოა და ფინანსურად ნაკლებად რისკიანია. არ ხდება თქვენი საყვარელი ნივთების დაგირავება, თავს გრძნობთ დაცულად და იცით, რომ საკუთრებას საფრთხე არ შეექმნება.

100 ლარი 7500 ლარი
3 თვე 4 წელი
სესხის ვადა: 180დღე
სესხის თანხა:
კრედიტორი რეიტინგი წლიური ეფექტური % სესხის თანხა სესხის ვადა
არაფერი მოიძებნა.

სამომხმარებლო სესხები 20 წლიდან გაიცემა. მისი საშუალებით დიდი რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი. სესხის გადახდისთვის კი ხანგრძლივი ვადაა განკუთვნილი. 

თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ბანკში იღებთ სესხს, პროცესს შესაძლოა უფრო დიდი დროს დასჭირდეს. აუცილებლად მოხდება თქვენი შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის შემოწმება. ამასთან, შესაძლოა მოგთხოვონ ბოლო 6 თვის ამონაწერი, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და განცხადებების შევსება. იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო სესხის გაცემისას კლიენტი ინდივიდუალურად მოწმდება, შესაძლებელია რომ ბანკმა უკეთესი პირობა შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენს ხარჯებს დაზოგავს.

საბანკო სესხები დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. კრედიტორი აუცილებლად ამოწმებს რამდენად კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ და თანხას მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს. სესხის ასაღებად საჭიროა სტაბილური შემოსავლის არსებობა. საპროცენტო განაკვეთი კომპანიებში განსხვავებულია. იგი ძირითად შემთხვევაში დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე, პერიოდსა და კლიენტის შემოსავალზე. სესხი შეგიძლიათ აიღოთ როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.

სესხები კერძო მევახშეებისგან თანხის მიღების კიდევ ერთი საშუალებაა. თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ და თანხას ვერ იღებთ ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო კომპანიებში, შეგიძლიათ კერძო მევახშეს მიმართოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ტიპის სერვისს შესაძლოა მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდეს. 

Credy24 grzelvadiani sesxebi-ს ერთიანი პლატფორმაა, რომელიც გეხმარებათ სესხის სწრაფად და მარტივად აღებაში. 

გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები პოპულარული მომსახურებაა. ამას კი თავისი მიზეზები აქვს: იგი მომხმარებელთა ფართო წრისათვის არის ხელმისაწვდომი. განაცხადის გაკეთებისას არ არის საჭირო მიზნობრიობის მითითება. თანხა ნაბისმიერი ხარჯისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც დამატებითი უპირატესობაა კლიენტისთვის. უზრუნველყოფით აღებული სესხისას საჭიროა უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადება. თითქმის ყველა კომპანია ითხოვს უზრუნველყოფის საგანს. ეს მოთხოვნა ვრცელდება ისეთი ტიპის სესხებზე როგორიცაა იპოთეკური, ავტო და სხვა.

უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხები ერთმანეთისგან ხანგძლივობითაც განსხვავდებიან. უზრუნველყოფის გარეშე გაცემული სესხების ვადა არც ისე ხანგძლივია. ასეთი ტიპის კრედიტად შეგვიძლია განვიხილოთ სწრაფი სესხი. იგი მოკლე ვადაზეა გათვლილი, არ მოითხოვება შემოსავლის დადასტურება. სესხი 15 წუთში გაიცემა და თანხის მისაღებად არ არის საჭირო ხანგძლივი პროცედურების გავლა. სხვაგვარად არის უზრუნველყოფით გაცემულ სესხებთან მიმართებაში. ისინი ხანგძლივი ვადით გაიცემა. მომხმარებელი იღებს გაცილებით დიდი მოცულობის თანხას. კრედიტორი სწორედ ამიტომაც ითხოვს ქონების უზრუნველყოფას. 

განვადება და სამომხმარებლო სესხი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სასურველი ნივთის შეძენისას ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ არჩევანის წინაშე თუ რომელი მომსახურებით ისარგებლოთ, რომელი მათგანი იქნება თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი. ორივე მათგანი სამომხმარებლო მიზნობრიობით გაიცემა. თუ განვადების შემთხვევაში თქვენ სასურველ ნივთს პირდაპირ პარტნიორ მაღაზიაში ყიდულობთ, სამომხმარებლო სესხისას ბანკში იღებთ თანხას და მისი გამოყენება სასურველი მიზნისთვის შეგიძლიათ.

  • განვადების დამტკიცებისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო და ამისთვის მხოლოდ პირადობა გჭირდებათ. სამომხმარებლო სესხის ასაღებად კი შესაძლოა ხელფასის ცნობა ან ამონაწერი დაგჭირდეთ.
  • განვადების შემთხვევაში სასურველი ნივთის ღირებულებაზე ლიმიტია დაწესებული და შესაძლოა დიდი თანხით ვერ ისარგებლოთ. სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში კი ლიმიტი გაცილებით მაღალია.
  • განვადებით სარგებლობისას არ გჭირდებათ ბანკში მისვლა, რადგან თითქმის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი მომსახურებით სარგებლობა.
  • ბანკებს ხშირად აქვთ 0%-იანი განვადება, რაც დამატებითი შესაძლებელობაა აიღოთ თანხა დამატებითი ხარჯების გარეშე.

არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეთ თუ რომელი მომსახურებაა ნაკლებად ხარჯიანი. რომელ მათგანს აქვს ნაკლები საპროცენტო განაკვეთი, სად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე დაფიქრდით რა არის თქვენი მიზანი – პირადი ხარჯების დაფარვა თუ ნივთის შეძენა. 

სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია კარგად გამოითვალოთ მოსალოდნელი ხარჯები. სესხის კალკულატორი დაგეხმარებათ ზუსტად დაიანგარიშოთ თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ პროდუქტით სარგებლობისას. თითქმის ყველა კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია კალკულატორი, რომელიც კარგი საშუალებაა დანახარჯების გამოსათვლელად. წინასწარ გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები, ფინანსურად რამდენად მოახერხებთ თანხის გადახდას.

სესხით სარგებლობისას წინასწარ გაიგეთ აქვს თუ არა პროდუქტს გაცემის ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო და ეს თანხა ხარჯში მოიაზრეთ. აღნიშნული საკომისიო ძირითადად 2%-ია. გაეცანით ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ რა მოვალეობები გეკისრებათ. ნებისმიერი კრედიტით სარგებლობისას თქვენ ხელს აწერთ ხელშეკრულებას, არ აქვს მნიშვნელობა ონლაინ იქნება ეს დასტური თუ პირადად მოაწერთ ხელს შეთანხმებას. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ არასასიამოვნო მოულოდნელობებსა და ფინანსურ პრობლემებს.

კომენტარი

შამილი : 6 წლის წინ

Mchirdeba lombardis dasafarad da kargi pirobebia

ლინა : 6 წლის წინ

Kargi pirobebia

ჭაბუკი : 6 წლის წინ

Zalian kargi pirobebia

Grigol : 6 წლის წინ

Kargi piribebia

nino : 6 წლის წინ

momwons pirobebi

nanuli : 6 წლის წინ

dzalian kargi pirobebia