სტუდენტური სესხი - დაგეგმე წარმატებული კარიერა

ავტორი / 7 წლის წინ / 4 კომენტარი

ბევრჯერ გიოცნებიათ ფინანსურ წარმატებასა და უზრუნველ მომავალზე? არაფერია იმაზე კარგი, როცა ფინანსურად დამოუკიდებელი და დაფასებული პიროვნება ხართ. შეგიძლიათ თამამად გაემგზავროთ დასასვენებლად, გაერთოთ ან შეიძინოთ სასურველი მანქანა. თქვენი მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განათლებასა და პროფესიის არჩევაზე.

დღესდღეობით, განათლების მისაღებად ფართო არჩევანია: უნივერსიტეტები, კოლეჯები, სასერთიფიკატო ან პროფესიული კურსები. მართალია, დაფინანსების მიღება შესაძლებელია სახელმწიფო გრანტით ან სტიპენდიით, მაგრამ კერძო სასწავლებლების სტუდენტებს ხშირად არ აქვთ მსგავსი პრივილეგია. შესაბამისად, პრობლემა აქვთ სწავლის საფასურის გადახდისას. სტუდენტების ნაწილი დაფინანსებას მშობლებისგან იღებს, ნაწილი კი სწავლის პარალელურად მუშაობს, რათა შეძლოს გადასახადის გადახდა. სწავლა და მუშაობა ერთდროულად არც ისე მარტივი საქმეა. ხშირად ეს ხელისშემშლელი ფაქტორია სწავლისთვის. ამასთან ანაზღაურება არ არის იმდენი, რაც გადასახადს დაფარავს. როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი, რომელსაც სწავლა უნდა, მაგრამ საჭირო ფინანსები არ გააჩნია? სტუდენტური სესხი სპეციალურად მათთვის არის შექმნილი, ვისაც საკმარისი თანხა არ აქვს სწავლის საფასურის გადასახდელად. კრედიტის მიზნობრიობა განათლების დაფინანსებაა. თანხის მიღება შესაძლებელია, როგორც ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.

სტუდენტური სესხები - მარტივი გზა სწავლის დასაფინანსებლად

სტუდენტური სესხი სამომხმარებლო ტიპის კრედიტია, რომლის აღება შეუძლია სტუდენტს ან თანამსესხებელს, რომელსაც აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი. პროდუქტის პირობა; საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა, ვადა ყველა ბანკში სხვადასხვაა. ასეთი ტიპის კრედიტებზე ხშირად მოქმედებს გადახდის მოქნილი გრაფიკი და ვრცელდება საშეღავათო პერიოდი. საზღვარგარეთ, სტუდენტები მხოლოდ მას შემდეგ იხდიან თანხას, რაც სწავლას ამთავრებენ და სამსახური აქვთ. სტუდენტური სესხები მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევა: 

  • სესხი უზრუნველყოფის გარეშე - სტუდენტური სესხის ასაღებად არ მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, სტუდენტს მარტივად შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით და თავიდან აირიდოს ზედმეტი ფინანსური რისკი.
  • სპეციალური შეთავაზებები - ბანკებს ხშირად აქვთ გაუმჯობესებული პირობები, რომელიც პარტნიორ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში მოქმედებს. ეს ეხმარება სტუდენტს ისარგებლოს მეტი შეღავათით.
  • მოქნილი პირობები - გადახდის გრაფიკი მორგებულია სტუდენტზე, რაც კლიენტისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელია. ზოგიერთი ბანკი პროცენტს ამცირებს იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი წარმატებით დაასრულებს სასწავლო წელს.

განათლებაში ინვესტიცია - მომგებიანი არჩევანი

სტუდენტური სესხის გაცემისას ბანკებსა თუ მიკროსაფინანსოებს განსხვავებული პირობები აქვთ. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, ვადა, თანხის რაოდენობა ყველგან სხვადასხვაა. თანხის გაცემისას აუცილებელი მოთხოვნაა მსესხებელს ქონდეს მინიმალური შემოსავალი. სესხის აღებისას გაითვალისწინეთ: 

  • სწორად შეარჩიეთ სესხის პირობა - გაეცანით თანხის დაფარვის ვადას. ძირითადად სესხი 10 წელზე ნაწილდება, თუმცა გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროება და თანხა იმ პერიოდით აიღეთ. ცხადია, ხანგძლივი ვადით თანხის აღება, ნიშნავს მეტ გადასახადს.
  • გაიგეთ შეღავათების შესახებ - სტუდენტურ სესხზე ხშირად მოქმედებს საშეღავათო პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც იხდის მომხმარებელი თანხას. გაიგეთ თუ მოქმედებს ასეთი პირობა კონკრეტულ კრედიტორთან.
  • გაეცანით ყველა პირობას - მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სესხის ხელშეკრულების ზუსტად გაცნობა, საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა და იმის დაანგარიშება, თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ხოლმე. პირობების ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ხარჯი. 

სტუდენტური სესხი გრძელვადიანი ტიპის კრედიტია. შესაბამისად, რთულია ყველა დეტალი წინასწარ განსაზვროთ. თუ გადახდას ვეღარ შეძლებთ, უმჯობესია დაუკავშირდეთ კრედიტორს, რათა გადავადებაზე ან სხვა პირობაზე შეთანხმდეთ. თუკი ზედმეტი თანხა გექნებათ, შეგიძლიათ ძირი თანხა შეამციროთ და ამით წინასწარ დაფაროთ სესხი. დაიწყეთ კარიერის დაგეგმვა დღესვე! მიიღეთ შესაბამისი განათლება იმისათვის, რომ თქვენი ოცნებები მარტივად აქციოთ რეალობად. გახსოვდეთ, რომ განათლებაში ფულის ინვესტიცია ყოველთვის მომგებიანია და მისი შედეგი წარმატებული კარიერაა.

კომენტარი

lana : 6 წლის წინ

კარგი სტატიაა