საბანკო ბარათი თუ ნაღდი ფული – როგორ ვიმოგზაუროთ უსაფრთხოდ
ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარიროგორ ვიმოგზაურო უსაფრთხოდ? სად შევინახო ფული მოგზაურობისას? შევძლებ ბარათით გადახდას თუ ნაღდი ფული დამჭირდება? - მსგავსი შეკითხვები ხშირად გვიჩნდება საზღვარგარეთ გამგზავრებისას. იმისათვის რომ მოგზაურობა ზედმეტად ძვირი არ დაგვიჯდეს საჭიროა გავუფრთხილდეთ საკუთარ ფინანსებს და ვიზრუნოთ მის უსაფრთხოებაზე. რა უნდა გავითვალისწინოთ საზღვარგარეთ გამგზავრებისას, როგორ უნდა ვიმოგზაუროთ უსაფრთხოდ და დავზოგოთ ფული?
- განსაზღვრეთ ბიუჯეტი – დაადგინეთ მოგზაურობისთვის საჭირო თანხის ოდენობა. შეადგინეთ ბიუჯეტი და განსაზღვრეთ თუ რამდენი დაგჭირდებათ ტრანსპორტზე, საკვებზე, სასტუმროს ხარჯსა და სხვა აუცილებელ სერვისებზე. გაითვალისწინეთ ფული საჩუქრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. უმჯობესია თუ სხვა აუცილებელი ხარჯებისთვისაც გამოყობთ თანხას.
- პლასტიკური ბარათი თუ ნაღდი ფული – უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების მიუხედავად არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ბარათით გადახდა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს პატარა კაფეები, მაღაზიები ან ბაზრობები. ამიტომ სასურველია მოგზაურობისას ნაღდი ფულიც თან იქონიოთ. გადახდას შეძლებთ როგორც VISA, ასევე MasterCard-ის ტიპის ბარათებით. სავაჭრო ობიექტების ნაწილი საკრედიტო ბარათს არ ატარებს, პრობლემის თავიდან ასარიდებლად უმჯობესია სადებეტო ტიპის პლასტიკური ბარათის წაღება. გაითვალისწინეთ ბარათის განაღდების ლიმიტიც. მაღალი სტატუსის ბარათის განაღდების ლიმიტი უფრო მეტია, ვიდრე დაბალი კლასის. ანგარიშსწორებისას გააკონტროლეთ გადახდის პროცესი. ნუ გაატანთ მომსახურე პერსონალს ბარათს, რათა დაიცვათ უსაფრთხოება.
- კონვერტაცია და ვალუტის კურსი – კონვერტაციის მაღალი კურსის გამო ბევრი ტურისტი გამოთქვამს უკმაყოფილებას. თუ საზღვარგარეთ ანგარისწორებისას ბარათზე თანხა ლარში გექნებათ და პრიორიტეტად ასევე ლარის ანგარიში გექნებათ არჩეული, გადახდისას მოხდება კონვერტაცია. ამიტომ უმჯობესია, იმ ვალუტაში განათავსოთ ანგარიშზე თანხა, რა ვალუტაშიც გადახდას გეგმავთ და ამასთან შეცვალოთ ბარათის პრიორიტეტული ანგარიშები. ასეთ შემთხვევაში, გადახდისას ან თანხის განაღდებისას ფულს პირდაპირ სასურველი ვალუტის ანგარიშიდან დახარჯავთ და არ იზარალებთ კონვერტაციის მაღალი კურსით. საზღვარგარეთ ბარათის განაღდების საკომისიო 2%, მინიმუმ 3 ევროა, ამიტომ ჯობია თანხა ბევრჯერ არ გაანაღდოთ, რადგან ასე მეტი საკომისიოს გადახდა მოგიწევთ. საუკეთესო არჩევანია ბარათით მხოლოდ გადახდების განხორციელება. სანამ საზღვარგარეთ გაემგზავრებით, გაარკვეიეთ თუ რომელი ვალუტა მოქმედებს ქვეყანაში. წინასწარ შეიძინეთ აღნიშნული ვალუტა, რათა თავიდან აირიდოთ ფულის არახელსაყრელ კურსში კონვერტაცია.
შეადგინეთ დღის ბიუჯეტი და თან ატარეთ მხოლოდ ის თანხა, რომელსაც ერთი დღის განმავლობაში დახარჯავთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტურისტებით სავსე ხალხმრავალ ადგილებში და ერთ ადგილას ნუ შეინახავთ ფულს. გაუფრთხილდით ფინანსებს მოგზაურობისას, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები.
თუ მოგზაურობისას ფული დაგაკლდათ და სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, კრედი 24 დაგეხმარებათ. თქვენ ონლაინ რეჟიმში შეძლებთ სხვადასხვა კომპანიების პირობების გაცნობას, ერთმანეთთან შედარებას და სასურველი პირობის სწრაფი სესხის აღებას.
კომენტარი