როგორ უნდა აიღოთ ავტო სესხი უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს

ავტორი / 6 წლის წინ / 5 კომენტარი

გჭირდება სესხი ახალი ავტომობილის შესაძენად, მაგრამ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვს? ავტო სესხის აღებას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებ, იმის მიუხედავად თუ როგორი საკრედიტო ისტორია ან მიმდინარე ფინანსური სიტუაცია გაქვს. საკრედიტო ორგანიზაციები მარტივად გასცემენ თანხას, რადგან ავტომობილი გირაოთი იტვირთება და კრედიტორი გაცემულ კრედიტს ნებისმიერ შემთხვევაში ამოიღებს. კომპანიებს მოქნილი პირობები აქვთ, მართალია მანქანა იტვირთება გირავნობით, მაგრამ მომხმარებელს შეუძლია განაგრძოს მისი მართვა.

რას ნიშნავს უარყოფითი საკრედიტო ისტორია?

საფინანსო კომპანიები სესხის დამტკიცებისას ეცნობიან კლიენტის საკრედიტო ისტორიას. მასში ასახულია ყველა ინფორმაცია წარსული გადახდების შესახებ; ჰქონდა თუ არა მომხმარებელს პრობლემა ვალდებულების გადახდისას, იხდიდა თუ არა კრედიტის თანხას დროულად, აქვს თუ არა მიმდინარე დავალიანება. ამის მიხედვით კრედიტორი განსაზღვრავს რისკებს და იღებს გადაწყვეტილებას სესხის დამტკიცებაზე. კრედიტის აღება გაცილებით მარტივია მაშინ, როდესაც კომპანიას არ აქვს ბევრი მოთხოვნა. ასეთ დროს თანხა გაცილებით სწრაფად გაიცემა. ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში ნაკლები ყურადღება ექცევა შემოსავლი ოდენობას ან საკრედიტო რეიტინგს, ვინაიდან კრედიტორი უზრუნველყოფაში იტოვებს უძრავ ან მოძრავ ქონებას. მისი გაყიდვით კი ყოველთვის შეძლებს გაცემული თანხის ამოღებას.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ტიპის პროდუქტი?

მომხმარებლები სესხის აღებისას ყურადღებას აქცევენ არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთს, არამედ თანხის სწრაფად მიღების შესაძლებლობასაც. სწორედ ამიტომ მომსახურებების დიდი ნაწილი ონლაინ სივრცეშია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს რომ მომხმარებელს სახლიდან გასვლის გარეშე შეუძლია შეავსოს სესხის განაცხადი და თანხა ხანმოკლე, მარტივი პროცედურის გავლით მიიღოს. კრედიტის აღებამდე განსაზღვრეთ თუ რისთვის იღებთ თანხას, ამის მიხედვით შეარჩიეთ სასურველი ტიპის სესხი. ამასთან, სასურველი პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინეთ:

  • გაეცანით სესხის ხელშეკრულებას – საკრედიტო პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ხელშეკრულებას. მისი ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ფინანსურ ხარჯებს. 
  • შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები – გაეცანით რამდენიმე კომპანიის შეთავაზებას. ყურადღება მიაქციეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. გახსოვდეთ, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ. 
  • გამოთვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა – სესხის გაფორმებამდე საჭიროა ზუსტად იცოდეთ თუ რამდენი გექნებათ გადასახადი ყოველთვიურად. თანხის აღებამდე გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა და გადახდის საშუალება. 

თუკი ვერ არჩევთ სასურველ საკრედიტო პროდუქტს, დაგაბნიათ შემოთავაზებებმა და არ იცით რომელ კომპანიას მიმართოთ, Credy24 ერთ ვებგვერდზე გაგაცნობთ სასარგებლო ინფორმაციას და დაგეხმარება სესხის სწორად შერჩევაში.

ტეგები

კომენტარი

zurabi : 6 წლის წინ

msurs avtomobilis shedzena da rogor mvaxerxo?