როგორ შევიძინოთ ავტომობილი სარფიანად

ავტორი / 7 წლის წინ / 1 კომენტარი

დიდი ხანია ავტომობილი აღარ არის ფუფუნების საგანი. მანქანის ყოლა არა მხოლოდ სურვილის, არამედ საჭიროების საკითხია. მისი საშუალებით სწრაფად და უსაფრთხოდ ვმოძრაობთ, არ ვართ დამოკიდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადაადგილება. ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანია ხელსაყრელი შეთავაზების შერჩევა – რამდენად გამძლეა მანქანა, რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს, რა ღირს და რამდენად მისაღებია ფასი ჩვენი ბიუჯეტისთვის?

3 რჩევა ავტომობილის სარფიანად შესაძენად:

  • მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია – ავტომობილის შეძენამდე გაეცანით სასურველი მოდელის ფასს. გაიგეთ რა შეიძლება იყოს შესაძენი მანქანის მინიმალური ან მაქსიმალური ღირებულება. შეისწავლეთ მოდელის უპირატესობები და სისუსტეები.
  • შეამოწმეთ მანქანა – თუ ავტომობილებში ვერ ერკვევით, უმჯობესია კომპეტენტურ ადამიანთან ერთად წახვიდეთ საყიდლად ან მანქანა პროფესიონალს შეამოწმებინოთ.
  • ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას – ნუ დათანხმდებით შეთავაზებას სწრაფად, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით რამდენად გიღირთ ამ ავტომობილში მითითებული თანხის გადახდა.

რა შემთხვევაში შეგვიძლია ავტომობილის შეძენა სესხით

სასურველი მარკის ავტომობილის შესაძენად საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. თუ საკუთარი შემოსავლით ვერ ახერხებთ შენაძენის გაკეთებას ან ფული გაკლდებათ, შეგიძლიათ საფინანსო კომპანიებს მიმართოთ და თქვენზე მორგებული მომსახურება შეარჩიოთ. ავტო სესხის დახმარებით მარტივად შეიძენთ სასურველ ავტომობილს. სესხის არსებობის პერიოდში მანქანაზე გავრცელდება გირავნობა, თუმცა მისი მართვას თავისუფლად განაგრძობთ. კრედიტის დამტკიცებისას გაითვალისწინება ავტომობილის მდგომარეობა, ღირებულება. კრედიტორი ადგენს მის საბაზრო ფასს და ამის მიხედვით განსაზღვრავს სესხის ოდენობას.

როდის უნდა მიმართოთ ავტო სესხის მომსახურებას?

თუ ყოველთვიური ხარჯების გამო ვერ ახერხებთ ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხის დაზოგვას ან დიდი თანხის ერთიანად თავმოყრა გიჭირთ, ავტო სესხების პროდუქტი გაგიწევთ დახმარებას. ხელსაყრელი შეთავაზების დროს, სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ისეთი მომსახურება გჭირდებათ, რომლის საშუალებითაც საჭირო თანხას დროულად მიიღებთ. ავტო სესხების სერვისი სისწრაფით გამოირჩევა, თანხის მისაღებად არ მოითხოვება ბევრი დოკუმენტები. საკმარისია ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და პირადობის მოწმობა. გაითვალისწინეთ მანქანის ასაკიც. 1998 წლის ან უფრო ძველ ავტომობილზე შესაძლოა არ დაგიმტკიცონ სესხი. კრედიტის შერჩევისას აუცილებელია პროდუქტის პირობის დეტალურად შესწავლა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენა და ყოველთვიურად გადასახადი თანხის დაზუსტება. ხელშეკრულების წინასწარ გაცნობა სრულ ინფორმაციას მოგცემთ მომსახურების შესახებ. ეს კი თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა