10 მეთოდი პირადი ფინანსების წარმატებით დასაგეგმად

ავტორი / 7 წლის წინ / 3 კომენტარი

ფინანსები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვასრულებთ ფინანსურ ოპერაციებს. იქნება ეს პურის ყიდვა თუ მგზავრობის საფასურის გადახდა. ბიუჯეტის არასწორად ხარჯვას ხშირად კრიზისამდე მივყავართ და გვიწევს სესხის აღება ბანკიდან. რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ მოულოდნელმა ხარჯებმა და ვალებმა შემოსავალი არ შეგვიმციროს? როგორ უნდა ვმართოთ პირადი ბიუჯეტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად საკრედიტო პროდუქტები?

ფინანსების სწორად მართვა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. შემოსავლის ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნილებები და ხარჯები. შესაბამისად, ფული საკმარისი არასდროს არაა. ამის მიუხედავად, ზოგი დაბალი შემოსავლის პირობებშიც ახერხებს დანაზოგის გაკეთებას, მაშინ როცა სხვა იგივე შემოსავლის პირობებში მალევე ხარჯავს მთლიან თანხას და მიმართავს საკრედიტო პროდუქტებს. ამის მიზეზი ბიუჯეტის არასწორად მართვაა. კრიზისული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფინანსების კონტროლი. ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით, თქვენ გონივრულად შეძლებთ ფინანსური რესურსის გამოყენებას და თანხის დაზოგვას.

10 რჩევა თანხის დასაზოგად

  1. არ დახარჯოთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გამოიმუშავებთ - ფინანსების გონივრულად სამართავად აუცილებელია შემოსავლის განაწილება პრიორიტეტების მიხედვით. გააკეთეთ ფინანსური გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თქვენი ბიუჯეტი და დანახარჯები. ჩამოწერეთ რა თანხა გჭირდებათ საკვებისთვის, კომუნალური გადასახადების თუ სხვა საჭიროებებისთვის. თვის ბოლოს გაეცანით თქვენს დანახარჯებს და გაითვალისწინეთ მომდევნო თვისთვის.
  2. შეიძინეთ მხოლოდ საჭირო ნივთები – შეიძინეთ მხოლოდ ის ნივთები, რაც გჭირდებათ. დაფიქრდით რამდენად გიღირთ კონკრეტულ ნივთში მოცმული ფასის გადახდა. თუ მაინც გადაწყვეტთ ნივთის შეძენას, მხოლოდ იმდენი დახარჯეთ, რასაც თქვენი ბიუჯეტი გაწვდება.
  3. დაზოგეთ თანხა – „ფული არ მყოფნის“ - ეს გავრცელებული ფრაზაა, მაგრამ თუ ბიუჯეტს სწორად მართავთ შეძლებთ დანაზოგის გაკეთებას. დანაზოგი არ ნიშნავს, მსხვილი თანხის გადანახვას. შეგიძლიათ მცირე თანხით დაიწყოთ. თუნდაც 1 ლარის გადადებით, თქვენ წელიწადში 360 ლარის დაგროვებას შეძლებთ, რაც უკვე დანაზოგია. დანაზოგის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც გაუთვალისწინებელი, ასევე დაგეგმილი ხაჯებისთვის. მაგ; სამოგზაუროდ, ავეჯის შესაძენად და სხვა.
  4. გახსენით ანაბარი – თანხის უსაფრთხოდ შესანახად და მცირე შემოსავლის მისაღებად შეგიძლიათ ანაბარი გახსნათ. ყოველთვიურად ფულის გადადება ანაბარზე საბოლოოდ დიდ თანხას დაგიზოგავთ. ამასთან, შეძლებთ საპროცენტო სარგებლის მიღებასაც.
  5. განახორციელეთ ინვესტიცია – დღესდღეობით, ფულს ცოტა თუ აგროვებს ყულაბაში, რადგან არსებობს სხვა მეთოდები, რომლებიც თანხის შოვნის საშუალებას გვაძლევს. ფული უნდა მუშაობდეს, ამისთვის კი არსებობს ინვესტიცია. ინვესტიციის გაკეთება ბევრ საქმეში შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია რისკების სწორად გათვლა.
  6. ისარგებლეთ ფასდაკლებებით – მაქსიმალურად გამოიყენეთ ფასდაკლებები სასურველი ნივთის შესაძენად. მიმდინარე აქციების დახმარებით შეძლებთ საჭირო პროდუქტისა თუ ტანსაცმლის დაბალ ფასში შეძენას და ბიუჯეტის დაზოგვას. ფასდაკლებები არამხოლოდ დაბალი ხელფასის პირობებში, არამედ მაღალი შემოსავლის დროსაც დაგეხმარებათ.
  7. მართეთ საკრედიტო ვალდებულებები – ეცადეთ სწრაფად გადაიხადოთ კრედიტები, რომელსაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და დიდ თანხას გართმევთ. თუ რამდენიმე ვალდებულება გაქვთ, შესაძლოა სესხების გაერთიანება კარგი არჩევანი იყოს თქვენთვის. მიმართეთ საფინანსო კომპანიებს, რათა გაიგოთ პირობა და სწორად მართოთ ფინანსები.
  8. ისესხეთ პასუხისმგებლობით – თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ვალდებულების გასტუმრებას შეძლებთ, ნუ ისარგებლებთ საკრედიტო პროდუქტებით. ონლაინ სესხი მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში აიღეთ, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვთ. კრედიტით სარგებლობამდე კი აუცილებლად გაიგეთ საპროცენტო განაკვეთი, გამოთვალეთ რამდენის გადახდა მოგიწევთ და დაფიქრდით რამდენად გაწვდება თქვენი ბიუჯეტი ამ ხარჯს.
  9. ნუ მიბაძავთ მეგობრებსა და კოლეგებს – შესაძლოა მეგობარს თქვენზე უკეთესი ავტომობილი ყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც აუცილებლად უნდა შეიძინოთ მსგავსი მანქანა. ყველა ადამიანი ფულს ინდივიდუალურად მოიხმარს და გადაწყვეტილებას თავისი რესურსებიდან გამომდინარე იღებს. შეაფასეთ თქვენი ფინანსები და გაერკვიეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.
  10. გაანაწილეთ ფინანსური პასუხისმგებლობები – აუცილებელია ოჯახის წევრებთან ერთად თუ პარტნიორთან გაანაწილოთ ფინანსური ვალდებულებები. გაარკვიეთ ვინ რა გადასახადს გადაიხდის.

წარმოდგენილი რჩევების საშუალებით მარტივად შეძლებთ დანახარჯების შემცირებას, რაც დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ხოლო თუ მაინც არ გყოფნით თანხა,  Credy24 დაგეხმარებათ პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა