ონლაინ სესხების მთავარი უპირატესობები

ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარი

ფულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. საკვები, გადასახადები, მგზავრობა. თანხა ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვჭირდება. საჭირო ფინანსების შოვნა არც ისე მარტივია. განსაკუთრებით დღესდღეობით, როცა მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა რთულია. ფინანსური კრიზისის დროს ადამიანები ხშირად ფულს სესხულობენ, მაგრამ მეგობრისგან თანხის სესხება ყოველთვის ვერ ხერხდება. ბანკში კრედიტის აღება კი ბიუროკრატიული პროცედურების გავლასთან არის დაკავშირებული; ვიზიტი ფილიალში, რიგში დგომა, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრება, საბუთების შეგროვება, ლოდინი თუ როდის დაირიცხება თანხა ანგარიშზე. ამ ყველაფერს კი სჭირდება დრო და ენერგია.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჩნდა ისეთი სერვისი, რომელიც თანხის აღებას გამარტივებული მეთოდით გვთავაზობს. ონლაინ სესხი მოკლევადიანი ტიპის კრედიტია, რომელიც მცირე დროით გაიცემა. მისი დაფარვის ვადა 30 დღეა და თანხის მოცულობაც არ აჭარბებს 1500 ლარს. კომპანიების ნაწილი სესხს გაზრდილი ლიმიტითა და ხანგძლივი ვადით გასცემს, თუმცა ეს შეთავაზება მხოლოდ ლოიალური კლიენტებისთვისაა. ონლაინ სესხის აღება კომფორტულია ისეთ დროს, როცა სასწრაფოდ გვჭირდება თანხა, არ გვაქვს დრო საბუთების შესაგროვებლად და კომპანიაში მისასვლელად. ასეთი შემთხვევები კი ბევრი შეიძლება იყოს; მანქანის ან ტექნიკის გაფუჭება, სამედიცინო ხარჯები, კომუნალური გადასახადები. გადაუდებელ სიტუაციებში ონლაინ სესხი სწრაფი დამხმარეა.

რა უპირატესობებით გამოირჩევა სწრაფი სესხი?

  • თანხა ონლაინ რეჟიმში – ფინანსური პრობლემის დროს, როცა თანხის მიღება სასწრაფოა, რთულია მიხვიდე კომპანიაში, გაეცნო პირობებს, შეაგროვო საბუთები და ელოდო თანხის დარიცხვას. ონლაინ სესხების მომსახურება კლიენტის საჭიროებაზეა მორგებული. თანხის აღება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, ამისათვის კი საჭიროა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსება. თანხის მისაღებად არ არის საჭირო კომპანიაში მისვლა, რაც ამარტივებს საჭირო ფინანსების მიღებას და ზოგავს დროს.
  • სესხი დოკუმენტების გარეშე – საბანკო სესხის აღებისას საჭიროა დოკუმენტების წარდგენა. მათ შორის; დასაქმების ცნობის. ზოგიერთი ტიპის კრედიტის აღებისას კი მოითხოვება თავდების ყოლა ან ქონებით უზრუნველყოფა. კრედიტორი აღნიშნული საბუთებით ამოწმებს მომხმარებლის გადახდისუნარიანობას. სწრაფი სესხის ასაღებად არ მოითხოვება არანაირი საბუთი. შესაბამისად, მომსახურება უფრო კომფორტულია მათთვის, ვისაც ეჩქარება და არ აქვს დრო მოთხოვილი საბუთების შესაგროვებლად.
  • მარტივი აპლიკაციის ფორმა – სწრაფი სესხის ასაღებად მარტივი განაცხადის ფორმის შევსებაა საჭირო, რომელიც ონლაინ ივსება და ეთითება მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. მათ შორის; სახელი, გვარი, საბანკო ანგარიში. თუ ბანკში კრედიტის მისაღებად საჭიროა ფილიალში მისვლა და მოითხოვება ფინანსური დოკუმენტების წარდგენა, ონლაინ სესხის შემთხვევაში პროცედურა მარტივია. განაცხადის განხილვა სწრაფად ხდება, საჭირო თანხის მისაღებად კი მხოლოდ 15 წუთია საჭირო.
  • სესხი უზრუნველყოფის გარეშე – საფინანსო კომპანიები სესხის გაცემისას ხშირად ითხოვენ ქონებით უზრუნველყოფას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი ვერ დაფარვას სესხს, უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება კრედიტორის საკუთრებაში გადავა. ქონებით უზრუნველყოფილი სესხები მეტ ფინანსურ რისკს შეიცავს. ონლაინ სესხის აღებისას კი არ მოითხოვება უზრუნველყოფა.
  • გადავადების შესაძლებლობა – ონლაინ სესხების სერვისი საშუალებას აძლევს კლიენტს თუ ვერ ახერხებს თანხის დროულად გადახდას, ისარგებლოს გადავადების მომსახურებით და მაშინ დაფაროს თანხა, როცა ამას შეძლებს. სერვისით სარგებლობისას კლიენტს უნარჩუნდება დადებითი საკრედიტო ისტორია.

სწრაფი სესხის საუკეთესო არჩევანია მოულოდნელი ფინანსური კრიზისის დროს. მისი საშუალებით შესაძლებელია აუცილებელი ხარჯების სწრაფად და მარტივად დაფარვა. სერვისი საუკეთესო დამხმარეა ხელფასამდე პერიოდში, როცა თანხა რამდენიმე დღით არის საჭირო. ასეთ დროს ისეთი კომპანიაც შეგვიძლია შევარჩიოთ, სადაც უპროცენტოდ ვისარგებლებთ. სწრაფი სესხების მომსახურება გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით საბანკო სესხებთან შედარებით. თუმცა ორივე მათგანი გამოიყენება სპეციალური საჭიროების მიხედვით. ცხადია, მანქანის ან ბინის შესაძენად არ გამოგვადგება ონლაინ სესხი და ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება საბანკო პროდუქტით სარგებლობა. ხოლო თუ თანხის მიღება სასწრაფოა და პრობლემა დაუყოვნებლად ითხოვს გადაჭრას, ონლაინ სესხის აღება გონივრული არჩევანი იქნება.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა