3 მიზეზი თუ რატომ არ გიმტკიცებენ კომპანიები სესხს
ავტორი / 7 წლის წინ / 3 კომენტარიმასშტაბური სარეკლამო კამპანიების მიუხედავად, სესხის აღება არც ისე მარტივია საფინანსო კომპანიებში. ხშირად თანხის გაცემის პროცედურა ხანგძლივია ან მოითხოვება რიგი ცნობები, რომელთა შეგროვებაც დიდ დროს მოითხოვს. ამის მიუხედავად, მომხმარებელს შეიძლება მაინც არ დაუმტკიცდეს სესხი. რა შეიძლება გახდეს უარის მიზეზი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება განაცხადის შევსებისას და რას ითვალისწინებენ კომპანიები კრედიტის გაცემისას?
- ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ – საკრედიტო ისტორია თქვენს წარსულ გადახდებს აჩვენებს. თუ დროულად ფარავდით ვალდებულებებს, თქვენი რეიტინგი დადებითი იქნება, თუ დაგვიანებით – უარყოფითი. რატომ არ გიმტკიცებენ სესხს უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს? ამის ბევრი მიზეზი არსებობს: არ იხდიდით ვალდებულებებს დროულად, სესხულობდით იმაზე მეტ თანხას, ვიდრე გადახდა შეგეძლოთ. კომპანიები არ უმტკიცებენ სესხს ისეთ მომხმარებლებს, ვინც წარსულში თანხას ვერ იხდიდა. თუკი თქვენ ასეთ სიტუაციაში ხართ, დაიწყეთ საკრედიტო ისტორიის გამოსწორება. დარწმუნდით, რომ ვალდებულებებს დროულად იხდით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტომატური გადახდებით, რათა სესხის გადახდა არ დაგავიწყდეთ. შეეცადეთ არ გახდეთ სესხზე დამოკიდებული, ეს თავიდან აგარიდებთ ბევრ პრობლემას.
- ბევრი მიმდინარე ვალდებულება გაქვთ – კომპანია განაცხადის განხილვისას ეცნობა კლიენტის საკრედიტო ისტორიას და მიმდინარე ვალდებულებებს. თუ უკვე ბევრი სესხი გაქვთ აღებული, შესაძლოა ახალი კრედიტის აღებაზე უარი მიიღოთ. საფინანსო კომპანიისთვის რისკის შემცველია ახალი სესხის დამტკიცება ბევრი მიმდინარე ვალდებულების დროს, რადგან ასეთ დროს ყველა კრედიტის დაფარვა შეიძლება უბრალოდ ვერ შეძლოთ.
- არ ხართ დასაქმებული/არ გაქვთ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება უარი გითხრან სესხზე უმუშევრობაა. როდესაც ავსებთ სესხის განაცხადს და ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს, ადასტურებთ თქვენს ვალდებულებას დაფაროთ, როგორც კრედიტის ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი. იმისათვის, რომ კომპანია დარწმუნდეს თქვენს გადახდისუნარიანობაში, ამოწმებს დასაქმების სტატუსს. თუ არ მუშაობთ და არ გაქვთ რეგულარული შემოსავალი, გადაუხდელობის რისკი იზრდება. შესაბამისად, კრედიტორი თავს იკავებს სესხის დამტკიცებისგან. თუ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვთ, საფინანსო კომპანიამ შესაძლოა უარი გითხრათ სესხზე. შემოსავალი მოიცავს არა მარტო ხელფასს, არამედ იჯარას, ფულადი გზავნილების თანხას ან მოგებას სამეწარმეო საქმიანობიდან..
თუ შემოსავლების დადასტურება არ შეგიძლიათ დოკუმენტებით, შეგიძლიათ ახლობელს სთხოვოთ თავდებობა ან ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღოთ, თუმცა ეს უკანასკნელი ფინანსურ რისკებსაც მოიცავს, რადგან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი ქონება რისკის ქვეშ დგება.
როგორ მივიღოთ საჭირო დაფინანსება
თუ კონკრეტულმა საფინანსო კომპანიამ უარი გითხრათ სესხის მიღებაზე, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი და მიმართოთ სხვა კრედიტორს. არსებობენ კომპანიები, რომლებიც უფრო მარტივად გასცემენ კრედიტს, არ ითხოვენ ხანგძლივი პროცედურების გავლას და რიგი დოკუმენტების მიტანას.
სწრაფი სესხი საუკეთესო გამოსავალია რთული ფინანსური სიტუაციებიდან. მომსახურებით სარგებლობა მარტივად შეგიძლიათ. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტით სასურველი კრედიტორის ვებგვერდზე აპლიკაციის შევსება. თანხის მისაღებად მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება დაგჭირდებათ; მთავარია იყოთ მინიმუმ 20 წლის, საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ საბანკო ანგარიში და პირადობის მოწმობა.
ონლაინ სესხების გამარტივებული პროცედურა, სწრაფი მომსახურება და მეტი კომფორტი სულ უფრო პოპულარულს ხდის ამ მომსახურებას. თქვენზე მორგებული სერვისის შერჩევა დაგეხმარებათ პრობლემის მარტივად მოგვარებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
კომენტარი