4 მიზეზი თუ რატომ უნდა გავხსნათ საბანკო ანგარიში

ავტორი / 6 წლის წინ / 7 კომენტარი

საბანკო ბარათი უკვე ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრი გახდა. საჭირო ნივთის შესაძენად აღარ არის საჭირო ნაღდი ფულის ტარება. დღეისათვის, ანგარიშსწორება არა მხოლოდ პლასტიკური ბარათით, არამედ ‘’ფეი სტიკერითაც’’ შეიძლება. ამისათვის საკმარისია სტიკერი თქვენს მობილურს მიაკრათ და თანხის გადახდას შეძლებთ ყველგან, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ტრანსპორტით მგზავრობისას. მიუხედავად იმისა, რომ უნაღდო ანგარიშსწორება გაცილებით კომფორტულია, მაინც არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ანგარიში ბანკში. რა არის საბანკო ანგარიში, რაში შეიძლება დაგვეხმაროს და რა უპირატესობით გამოირჩევა? 

საბანკო ანგარიში თქვენს მიერ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალებაა. საბანკო ანგარიში შეიძლება იყოს ერთვალუტიანი ან მულტისავალუტო. მულტისავალუტო ანგარიში საშუალებას გაძლევთ თანხა რამდენიმე ვალუტაში განათავსოთ ანგარიშზე. მიმდინარე ანგარიში იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესასრულებლად. უმეტეს შემთხვევაში, მას ერიცხება ყოველთვიური საკომისიო. 

მიმდინარე ანგარიშის საშუალებით შეძლებთ; 

  • გადარიცხოთ თანხა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ვალუტაში; 
  • დააკონვერტიროთ თანხა სასურველ ვალუტაში; 
  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები; 
  • განკარგოთ ანგარიშზე არსებული თანხა შეუზღუდავად.

რატომ უნდა გახსნათ საბანკო ანგარიში

  • ფინანსური ისტორიის შექმნა - სესხის ასაღებად საჭიროა საკრედიტო ისტორიის ქონა. თუკი გაქვთ ანგარიში, რომელზეც სტაბილურად იღებთ გარკვეულ თანხას, შესაძლოა საფინანსო პროდუქტით სარგებლობა საკრედიტო ისტორიის გარეშეც შეძლოთ. ცხადია, თუ განაცხადში მიუთითებთ, რომ არ გაქვთ საბანკო ანგარიში, ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს სესხის დამტკიცებაზე. 
  • ფულის უსაფრთხოდ შენახვა - ფულის შენახვა საბანკო ანგარიშზე გაცილებით უსაფრთოა. ამასთან, თუკი გარკვეული თანხა არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ისეთი ტიპის ანგარიშზე განათავსოთ ფინანსები, რომელზეც დამატებითი საპროცენტო სარგებელი დაგრიცხებათ. 
  • საპროცენტო სარგებლის მიღება - გარკვეული ტიპის ანგარიშებს დამატებითი საპროცენტო სარგებელი ერიცხებათ. თუკი შემნახველი ტიპის ანგარიშზე განათავსებთ ფულს, სარგებელსაც მიიღებთ. 
  • კომფორტი - პლასტიკური ბარათის საშუალებით გაცილებით მარტივად შეიძენთ სასურველ ნივთს, ამასთან შეძლებთ ონლაინ რეჟიმში ანგარიშსწორებასაც. არ მოგიწევთ ნაღდი ფულის ტარება. გადახდას შეძლებთ ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. 

მოქნილი ანგარიშსწორება, ფულის უსაფრთხოდ შენახვა, დამატებითი სარგებლის მიღება, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება, ფინანსური ისტორიის შექმნა, რომელიც გაგიმარტივებთ სესხის აღებას - ეს იმ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, რასაც მიმდინარე ანგარიში და პლასტიკური ბარათი გაგიწევთ.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა