ავტო სესხი და მისი უპირატესობები
ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარიალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ კომფორტულ ავტომობილზე, რომლითაც ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ გადაადგილდებით, იმოგზაურებთ, არ იქნებით დამოკიდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და მისი მართვით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. დღეისათვის, მანქანის შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუკი თანხის შეგროვება გიჭირთ, არ გაქვთ იმდენი შემოსავალი, რომ საკუთარი რესურსით იყიდოთ ავტომობილი, თამამად შეგიძლიათ მიმართოთ საკრედიტო კომპანიებს და აიღოთ ავტო სესხი. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
ავტო სესხის ასაღებად მოითხოვება მანქანის უზრუნველყოფა. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ავტომობილის მართვა, თუმცა თანხის სრულად დაფარვამდე მასზე გავრცელდება გირავნობა. საკრედიტო კომპანიისთვის ავტომობილი იმის გარანტიაა, რომ თანხას ნებისმიერ შემთხვევაში დაიბრუნებს. კრედიტორი აფასებს მანქანის მდგომარეობას, მისი გამოშვების წლისა და ზოგადი მონაცემების მიხედვით და ადგენს მის ღირებულებას. კრედიტის თანხაც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება. სესხის ასაღებად დაგჭირდებათ ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და თქვენი პირადობის მოწმობა.
კრედიტის ასაღებად შესაძლოა მოგთხოვონ ავტო დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის არსებობის პერიოდში თუკი გაუთვალისწინებელი შემთხვევა გექნებათ, ფინანსურ ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ. თქვენ დაცული იქნებით უბედური შემთხვევისგან გამოწვეული ზარალისგან. დაზღვევის თანხა იმის მიხედვით დგინდება თუ რა ღირს ავტომობილი.
ავტო სესხი და შესაძლო ხარჯები
ავტო სესხის აღებისას დააზუსტეთ დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლოა მომსახურებას ჰქონდეს გირავნობის ხარჯი, წინსწრებით დაფარვის საკომისიო. გაიგეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. აღნიშნული საკითხების ცოდნა თავიდან აგარიდებთ დაუგეგმავ ხარჯებს, ზუსტად გეცოდინებათ თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ და წინასწარ შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის განაწილებას ისე, რომ დროულად მოახერხოთ სესხის პროცენტის გადახდა.
სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდექით და გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:
- შემოსავლის ოდენობა – სანამ ავტო სესხს აიღებთ, გამოითვალეთ ყოველთვიური ხარჯის ოდენობა და დაფიქრდით არსებული ხარჯების პირობებში, თქვენი შემოსავლით რამდენად მოახერხებთ სესხის დაფარვას. თუკი თანხის გადახდას ვერ შეძლებთ დროულად დაგეკისრებათ ჯარიმები და თქვენი საკრედიტო ისტორია ნეგატიური გახდება.
- მოსალოდნელი ხარჯები – ვალდებულების დროულად, ვადაგადაცილების გარეშე დასაფარად აუცილებელია ზუსტად იცოდეთ მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. ამისათვის კი საჭიროა გაიგოთ საპროცენტო განაკვეთი და გადასახადი თანხის ოდენობა.
- სესხის ხელშეკრულება – სანამ სესხს აიღებთ გაეცანით ხელშეკრულებას. ამით თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. ზუსტად გეცოდინებათ თქვენი უფლება-მოვალეობები და შეძლებთ ვალდებულების დროულად გადახდას.
ავტო სესხი გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით. თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, არ გჭირდებათ ფულის გროვება წლების განმავლობაში. მას შემდეგ რაც კრედიტს დაფარავთ, ავტომობილი თქვენს საკუთრებაში გადმოვა. თქვენ თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ გადახდის მოქნილი გრაფიკი და აირჩიოთ სესხის დაფარვის პერიოდი.
თუ მანქანის შეძენა გადაწყვიტეთ და თანხა არ გყოფნით, ავტო სესხი დაგეხმარებათ. ავტომობილის ყიდვას მარტივად შეძლებთ აღნიშნული პროდუქტის დახმარებით. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ და არ იცით რომელ კომპანიაში ისარგებლოთ ამ მომსახურებით, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, გაეცანით კრედიტორების პირობებს და აიღეთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული კრედიტი.
კომენტარი