რა არის სახელფასო სესხი და სად შეიძლება მომსახურებით სარგებლობა

ავტორი / 7 წლის წინ / 20 კომენტარი

სახელფასო სესხი იმ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც გააჩნიათ სტაბილური შემოსავალი და ხელფასი ერიცხებათ ბანკში. კრედიტის გაცემა სწორედ ხელფასის საფუძველზე ხდება. თანხის გამოყენება კი შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით. მათ შორის პირადი მოხმარებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, მოგზაურობის დასაფინანსებლად.

მომსახურებით სარგებლობას გვთავაზობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური პირობა აქვს. ძირითად შემთხვევაში სესხი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. მის მისაღებად კი საჭიროა მინიმუმ 3 ან 6 თვიანი მუშაობის სტაჟი და ყოველთვიური ჩარიცხვები საბანკო ანგარიშზე. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე, ვადასა და შემოსავალზე. სახელფასო პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები დამატებითი შეღავათებით სარგებლობენ. შესაძლებლობა აქვთ თანხა მარტივად, ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშე მიიღონ.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახელფასო სესხი არ დაგიმტკიცდათ

სახელფასო სესხის მისაღებად აუცილებელია მომხმარებელი მუშაობდეს და ერიცხებოდეს ხელფასი ბანკში. თუ თქვენ კრედიტის აღებაზე უარი მიიღეთ, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა კომპანიას, სადაც თანხის გაცემა შედარებით მარტივად ხდება, არ მოითხოვება დასაქმების ცნობა და საბანკო ამონაწერი. დღეისათვის, ბევრი ისეთი კომპანია ოპერირებს ბაზარზე, რომელიც კრედიტის დასამტკიცებლად არ ითხოვს უამრავ დოკუმენტს.

სწრაფი ონლაინ სესხების მომსახურება საშუალებას გაძლევთ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ თანხა. ამისათვის არ გჭირდებათ დოკუმენტები; უზრუნველყოფა, გირაო ან თავდები. კომპანიის ვებგვერდზე ავსებთ განაცხადის ფორმას, უთითებთ პირად მონაცემებს, საჭირო თანხის ოდენობასა და დაფარვის დროს. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ როგორც, მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სწრაფი სესხი. მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც არ გაქვთ დრო ხანგძლივი პროცედურების გასავლელად, თანხა კი სასწრაფოდ გჭირდებათ. სესხის დამტკიცების დრო 5-15 წუთამდე მერყეობს. თანხის მისაღებად კი საჭიროა მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება; ასაკი 20 წლიდან, საქართველოს მოქალაქეობა, საბანკო ანგარიშის და მობილური ტელეფონის ნომრის ქონა.

თუ სახელფასო სესხის აღებაზე უარი მიიღეთ, გაარკვიეთ მიზეზი. კრედიტორები ყურადღებას აქცევენ როგორც სტაბილურ შემოსავალს, ასევე საკრედიტო რეიტინგს. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში დაიწყეთ მისი გამოსწორება. ვალდებულების დროულად გადახდა დაგეხმარებათ რეიტინგის გამოსწორებაში. მანამდე კი თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ სხვა საფინანსო კომპანიას, რომელიც მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დოკუმენტების გარეშე დაგიმტკიცებთ სესხს. თუ დაგაბნიათ შეთავაზებების სიმრავლემ და არ იცით რომელ კომპანიას მიმართოთ, სად დაგიმტკიცებენ კრედიტს ხელსაყრელი პირობით, შეადარეთ სესხის პირობები ერთმანეთს ჩვენს ვებგვერდზე და გააკეთეთ სწორი ფინანსური არჩევანი.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა